
ჩებოკსარში კრიმინალისტები 11წლის წინ ჩაძირულ მანქანას იკვლევენ. სალონში აღმოაჩინეს მამაკაცი და მისი შეყვარებული ქალი. ეს აღმოჩენა მოყვარულ მყვინთავს ეკუთვნის, ის შემთხვევით გადააწყდა მსუბუქ მანქანას და მაშინვე პოლიციას შეატყობინა. სამაშველოსთან ერთობლივი თანამშრომლობით დაიგეგმა ავტომობილის ამოყვანის ოპერაცია. ამისათვის გამოიყენეს მოცურავე პლატფორმა ამწით.
სამაშველოს თანამშრომლის გადმოცემით ყველაზე რთული აღმოჩნდა ბაგირის ჩაბმა მანქანისთვის, რადგან ის სრულებით დეფორმირებული იყო. ახლა კი გასარკვევია, რატომ იყო მანქანა ასე დამტვრეული, რომლის საჭესთან ახლგაზრდა ბიჭი იჯდა, ხოლო მისი შეყვარებილი გოგონა კი მდინარეში აღმოჩნდა.
შესალებელია წყვილი მძარველების მსხვერპლი გამხდარიყო,რომელთაც ამ მეთოდით გადაწყვიტეს მამხილებელი ფაქტების თავიდან მოშორება. მსხვერპლის ნათესავებთან პოლიციის თანამშრომლებს აქვთ ურთიერთობა, რომელთაც ბოლომდე სჯეროდათ, რომ მათი ახლობლები ცოცხლები გამოჩნდებოდნენ.