სიახლეები

2020 წლიდან მძღოლებს ათასობით ლარის დახარჯვა მოუწევთ ტექ დათვალიერების გასავლელად – ძალიან სამწუხარო ინფრომაცია ახლახანს გავრცელდა

Loading...

კატალიზატორი, ცეცხლმაქრი, სააფთიაქო ყუთი, უსაფრთხოების სამკუთხედი, – ამ  ნივთების შეძენა დასჭირდებათ გამკაცრებული რეგლამენტით ორ კვირაში მძღოლებს. 2020 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის დადგენილება,
რომლის გაოისობითაც ავტომფლობელებს დამატებითი ხარჯის გაწევა აუცილებლად მოუწევთ. სახელმწიფოს ამ კუთხით მოსახლეობის ინფორმირებისათვის, არაფერი გაუკეთებია, ამიტომ ქვეყანაში მოძრავი ავტომობილების უდიდესი ნაწილი დახარვეზდება.
2020 წლიდან ამოქმედდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატალიზური გარდამქმნელით აღჭურვის ვალდებულება და ჟანგბადის შთანთქმის (ლამბდა) კოეფიციენტის კონტროლი. ეს კი უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს, რადგან საქართველოს ავტოპარკის დიდ ნაწილს კატალიზატორი ან ამოღებული აქვს, ანდა უკვე მწყობრიდანაა გამოსული. მაღალი ხარისხის მოწყობილობა კი ადგილობრივ ბაზარზე, პრაქტიკულად, არ იშოვება. მხოლოდ ინტერნეტით არის მისი ყიდვა შესაძლებელი და საკმაოდ ძვირია. ფასი 800 ლარიდან იწყება.  ამის შესახებ ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მიერ ჩატარებული პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგის შედეგებშიცაა აღნიშნული. სწორედ კვლევაშია კატალიზატორების ფასი მითითებული, რომლის გადახდაც ავტომფლობელებს, სულ რაღაც 2-3 კვირის შემდეგ მოუწევთ.
“ბიზნეს-რეზონანსი” დაინტერესდა, ამოქმედდება თუ არა რეგულაცია პირველი იანვრიდან და რეალურად, რამდენად არის მზად ამისათვის საქართველოს ავტოპარკი. სატრანსპორტო საშუალებათა რა ნაწილი ვერ გაივლის გამკაცრებულ პერიოდულ ინსპექტირებას.
ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილი პირდაპირ აცხადებს, რომ მანქანის მფლობელები რეგლამენტის გამკაცრებისათვის მზად არ არიან, რადგან სახელმწიფოს მხრიდან სათანადო საინფორმაციო კამპანია არ მიმდინარეობდა.
“არანაირი ცვლილება არ შესულა რეგლამენტში. არებული მოცემულობით კი, პირველი იანვრიდან, ძალაში შედის, გამკაცრებული პარამეტრები პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისათვის. ამ ორ კვირაში, რამე თუ არ შეიცვალა ან თუ არ გადავადდა გარდამავალი დებულება, მივიღებთ ახალი პარამეტრებით ტექდათვალიერებას.
ყველაზე მნიშვნლოვანი მძღოლებისათვის მაინც კატალიზატორების თემაა, თუმცა გარდა ამისა, მოთხოვნა ჩნდება სამ დამატებით მოწყობილობაზე. ესენია: უსაფრთხოების სამკუთხედი, აფთიაქი და ცეცხლმაქრი. ანუ ავტომობილს უნდა ჰქონდეს უსაფრთხოებისათვის საჭირო სამივე ნივთი.
გარდა ამისა, სავალდებულო ხდება, დამატებითი ინსპექტირება თხევად აირზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებისთვისაც, რაც აქამდე, მხოლოდ ბუნებრივ აირს ეხებოდა.
სამწუხაროდ, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირების კუთხით, არ მიდის არანაირი მუშაობა. რეალურად, მომხმარებლებს არ აქვთ ინფორმაცია, რა მოთხოვნები ჩნდება პირველი იანვრიდან. თუ არ მოხდება გადავადება. შესაბამისად, არავინაა იქნება მზად და პირველი იანვრიდან რომ მიაკითხავენ ინსპექტირების ცენტრებს, მათ უამრავი სიახლე დახვდებათ.
გამკაცრებულ პარამატრებზე გადასვლის შემდეგ, საკმაოდ ბევრი ავტომობილი დახარვეზდება. ფაქტი ასეთია, უდიდესი პროცენტი გვექნება დახარვეზების. გაურკვევლობაა თუნდაც ინფორმაციულობის კუთხით. მაგალითად, როგორ უნდა მოხდეს ინსპექტირება 2020 წლის პირველი იანვრიდან და ა.შ.” – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” იორდანიშვილმა.
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა საქართველოში 2018 წლის პირველი იანვრიდან ეტაპობრივად ამოქმედდა. 2019 წლიდან კი ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის სავალდებულო გახდა.
ინსპექტირების ამ ეტაპის გავლა რომ უფრო რთული და ძვირი იქნება ადასტურებს საავტომობილო სფეროს სპეციალისტი დავით მესხიშვილიც. ისიც ინფორმაციის არ არსებობაზე ამახვილებს ყურადღებას და სახელმწიფოს, გარემოს გაუმჯობესების რეალურ გზებს სთავაზობს.
“რეალურად, საჯარო განხილვა არც კი ყოფილა. უცებ დატესტეს მოთხოვნა, რომელიც მძღოლებისათვის ძალიან ძვირია. ეს აუცილებლად იქნება პრობლემატური. მომავალში მანქანის ინსპექტირება ძალიან გართულდება და გამოიწვევს დიდ უკმაყოფილებას.

Loading...


ჩემი აზრით, ამ რეგულაციებით ვერსად ვერ მივალთ. უნდა მოხდეს ის, რაც გააკეთა აზერბაიჯანმა და ასეთია საერთაშორისო გამოცდილებაც. საუბარია ეკოლოგიური სტანდარტის შემოღება ევრო-4-ის  ან ევრო-5-ის მანქანების იმპორტზე. ჩვენ ბაზარზე არსებულ ავტომობილებს კი არ უნდა დავუწყოთ დევნა, არამედ შეზღუდვა უნდა დაწესდეს შემოყვანაზე. სახელმწიფო, ადამიანებს აძლევს საშუალებას, შეიძინონ ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ აკმაყოფილებს სტანდარტს და შემდეგ ვეუბნებით, რომ ამით არ უნდა იაროს. ეს აბსურდია. ამიტომ ყველაზე გონივრული და უმტკივნეულო იქნება, ის რაც ზემოთ აღვნიშნე და უკვე დიდი ხანია ვსაუბრობ.
რაც შეეხება, აქ არსებულ ავტოპარკს, ალბათ, მეტ-ნაკლებად, მიდგომა მაინც უნდა იყოს ლოიალური. ყველა სხვა შემთხვევაში, მივიღებთ სურათს, როცა ავტომობილების დიდი ნაწილი, უბრალოდ ვერ გაივლის ინსპექტირებას, იმის გამო რომ რაღაც მოთხოვნები ძალიან ძვირადღირებულია.
პირველ რიგში, ასეთ ღონისძიებებზე, მხოლოდ ჯარიმებით, სიმკაცრით და მოთხოვნით ფონს ვერ გავალთ. ამის კარგი მაგალითია, ავტონაწილების განათხოვრების მომენტი. მომავალში ამს უფრო მეტი გასაქანი მეიცემა. უამრავი მძღოლი ინათხოვრებს ცეცხლმაქრს, აფთიაქს ან უსაფრთხოების სამკუთხედს.
აუცილებელია სახელმწიფო ზრუნავდეს ცნობიერების ამაღლებაზე, რომელიც არ ხდება. ინსპექტირებისათვის ყველა იშოვნის ამ ნივთებს მაგრამ რა ხდება მერე, ვინ შეამოწმებს და როგორი იქნება ადმინისტრირება? პატრული ხომ ვერ გააჩერებს და ნახავს მანქანაში ამ ნივთებს. ამის მთავარი მოგვარების გზა, მოსახლეობის ინფორმირება და კიდევ ერთხელ, ინფრომირებაა”, – განუცხადა მესხიშვილმა “ბიზნეს-რეზონანსს”.

დატოვეთ კომენტარი

loading...
loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარი

  1. Gzebs rom avicrovebt magas araushavs xo? Erti marshutka rom cherdeba mgzavris asaxvanat mteli sacobi chndeba quchebshi tqveni biznesis tvis ar itvaliscineebt xalis zrunvas vis gaugiat rom gziss piras korpusebi ashenon d@ mere quchebi vicrovdeba magitomac mere adeben nishnebs gachereba akrdzalulia da parkirebac ar shei)eba arsad xorebi nuxart mtavrobashi tu rames aketebt gaaketet ise rom mosaxleobis tvisac kai ixos da tqvenc gmaxopili darchet . Komunistebi azrovnobdnen da txuila ki arashenebdnen adre naxet ramxela mandzilebia korpusebis shors haeric modzraoba exla ki xame rom kuili gageparos varketilidan saburtalomde xma akustikit miva xalxi gaigebs kuili saidan modis . Ris tqma minda magit eg exeba merias tu anvitarebs qalaqs jobia gaapartovo tbilisi vidre sheavicrovo da gzebi unda ixos quchebshi minimum 1 mimaryulebit 3 zoli da trasebze 5 an 6 evropas mase unda daemsgavso da kide tu axal svetaporebs axenebt daaxenet xarisxiani is ki ara qarishxalis mere shuqnishani cekvas icxebs sul mereva visia mcvani da visi citeli

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close