სიახლეები

ვიცი ჩემს შვილს რითაც ემუქრებოდნენ, სიმართლეს ყველას გეტყვით… – გარდაცვლილი 15 წლის ლუკას დედის პირველი კომენტარი

loading...
loading...

გარდაცვლილი 15 წლის ლუკას სირაძის ოჯახის ადვოკატი ჟურნალისტებთან განცხადებით გარდაცვლილი დედის ჩვენების ერთ ნაწილს ასაჯაროებს და აცხადებს, რომ ამ ჩვენებით მუქარის ერთ-ერთი ადრესატი ლუკას ძმა ბექა იყო.
„ლუკას დედის ჩვენებაში მითითებული იყო, რომ მუქარის ერთ-ერთი ადრესატი ლუკას ძმა ბექა იყო, რომელიც გორის სამხედრო აკადემიაში სწავლობს. მას უთხრეს, რომ ბექას პრობლემები შეექმნებოდა, თუმცა რა სახის პრობლემებზე იყო საუბარი, ამას არ აკონკრეტებენ. ამის შემდგომ, როდესაც უკვე უშუალოდ უსაფრთხოების მენეჯერი გამოჰკითხეს, მანაც იგივე დაადასტურა, რომ როდესაც განყოფილებაში იყო ამ ადამიანს უთხრეს, რომ მის ძმას ბექას, პრობლემები შეექმნებოდა. უსაფრთხოების სამსახურის მენეჯერი იმავე დარბაზში იმყოფებოდა, სადაც ლუკას კითხავდნენ. გვერდზე იყო, ისმენდა რასაც ლუკა ამბობდა და
ესმოდა, რასაც ლუკას ეუბნებოდნენ. ლუკას დედამაც და ამ ადამიანმაც, ორივემ, ერთი და იგივე რამ თქვეს, რომ ლუკას ბექათი ემუქრებოდნენ. ეს თქვა ორივემ თავის ჩვენებაში, ანუ გამოდის რომ დედა არ იტყუებოდა და სიმართლეს ამბობდა”, – ამბობს გარდაცვლილი ლუკას სირაძის ოჯახის ადვოკატი, რევაზ აჭარაძე.


შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დღეს „მწვანე სკოლის“ თანამშრომლები გამოიკითხნენ.
15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც 12 დეკემბერს მე-9 სართულიდან გადახტა, გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ჩვენების გამოძალვის მცდელობის მუხლით დაკავებულია გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი.
წყარო: ambavi.cc

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close