საზოგადოება

ერთადერთი ძმა აღარ მყავს გვერდით. მან თავი უფალს მიუძღვნა, სულაც აღარ ვარ პოზიტივით აღსავსე, რა მაქვს საამისო მიზეზი?! – ერთი ქართველი ბიჭის ამბავი, რომელიც აგატირებთ

15 წლის ასაკიდან ვმუშაობ მიმტანად რესტორნებში. არ მიკავია ბოლო გამოშვების ტელეფონი, არ მყავს ბოლო გამოშვების მანქანა, არ ვცხოვრობ სასახლეში, არ მაცვია ბრენდები.
15 წლის ასაკიდან ვიცი რას ნიშნავს საკუთარი ოფლით ნაშოვნი ფული, 15 წლის ასაკიდან ვიცი რომ მშობლებზე დამოკიდებული არ ვარ.
15 წლის ასაკიდან ვისწავლე რა არის ცხოვრება. დღესაც 18 წლის ბავშვი ვარ რომელიც ჯერ კიდევ ემსახურება ამ საქმიანობას. ჰო ჩემთვის არ არის საზაფხულო დასვენება, ჰო ჩემთვის არ არის ზღვა, მთა და გართობა, მაგრამ მე ვაგროვებ იმ საგზალს რომელიც ზამთარში მარჩენს.
ჰო არ ვარ გარეგნულად კალმით ნახატი, არ ვარ გაჩითული, არ ვცხოვრობ თბილისში, არ მაქვს ფოტოებზე 1k ლაიქი.
არ მაქ ფერად ფერებში ცხოვრება. ერთადერთი ძმა აღარ მყავს გვერდით. მან თავი უფალს მიუძღვნა, რამაც დიდი ტკივილი დატოვა ჩემში. ჰო სულაც აღარ ვარ პოზიტივით აღსავსე, რა მაქვს საამისო მიზეზი?


არასდროს იწუწუნოთ თუ iphone x ვერ დაიკავეთ- ეს დასასრული არ არის იშრომეთ ახალგაზრდებო, ოფლი შრომისთვის გამოყავით და არა ბირჟაზე სიცხეში უსაქმურად დგომისთვის. ნუ დაელოდებით 15 სექტემბერს როდის გიყიდიან ჩანთას მშობლები სკოლისთვის. იშრომეთ თქვენით ყველას არ ყავს მამა, რომლის ბარათზე თვეში 100000 – ბი ირიცხება
მე ბავშვობა დავკარგე შეუნარჩუნეთ მშობლებო ბავშვებს ბავშვობა
თუ ამ ყველაფრისგამო თქვენს თვალში მოსაწონი ადამიანი არ ვარ, გზა თავისუფალია 
Romeo Malazonia საქართველოდან 

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close