საზოგადოება

თვალები რომ გავახილე და ვიღაც უცნობი მწვანეთვალება ბიჭის მკლავებში ვიყავი… – ნახეთ რა მოხდა დღეს თბილისის ერთ ერთ ავტობუსში

Loading...

მოკლედ დიდად არ მიყვარს ფბ სტატუსები, მაგრამ სიხარულს რომ ვეღარ იტევ გულში აი მსგავსი სიტუაცია ხომ გქონიათ? ; ხოდა ისეთ რაღაც შემემთხვა რომ მინდა თქვენც გაგიზიაროთ.
ჩვეულებრივი დღე იყო, სამსახურში მაგვიანდებოდა და გიჟივით მივირბინე ავტობუსის გაჩერებაზე მოვიდა 61 ნომ ავტობუსი და ავედი იმის იმედით, რომ სამსახურში მივასწრებდი.. იმდენი ხალხი იყო სუნთქვა არ იყო, როგორც ყოველთვის ვიღაცა უცნობ ადამიანს ჩახუტებული, რომ მგზავრობ და რეაქცია აღარ გაქვს ისეთ სიტუაცია იყო . როგორც წესი არასოდეს ვიცი არც ჰაერის უკმარისობა და
არაფერი მსგავსი სულ მიკვირდა სხვების ცუდად რომ ხდებოდნენ ტრანსპორტში, მაგრამ არ იცი რა დროს რა დაგემართება უცებ ისე ცუდად გავხდი საერთოდ დავკარგე საკუთარი თავის კონტროლი, ვგრძნობდი როგორ მიმდიოდა გული, თვალებში დამიბნელდა, აუტანელი იყო იმ წამებში ავტობუსში გაჩერება..
მხოლოდ ერთი ამოვილუღლუღე ჰაერი.. როგორც ჩანს თავზე ვიღაც ბიჭი მედგა ვიგრძენი ხელი რომ წამავლო და მორჩა ამის მერე იყო დიდი პაუზა (ამ დროს ავტობუსში როგორც მერე გავიგე დიდი აჟიოტაჟი ამტყდარა) ერთი 5 ან რამდენიმე წუთში ნახევრად სველი მოვედი გონზე იმდენი წყალი უსხიათ მგზავრებს . გონზე, რომ მოვედი მწვანე თვალება ბიჭის მკლავებში ვიყავი უკვე, რომელიც ჩხუბობდა ცოდოა გოგო წყალი აღარ დაასხათო.
ავტობუსი გააჩერეს როგოც იქნა, მძღოლმა დაარღვია წესები და ისეთ ადგილას გააჩერა სადაც არ ეკუთვნოდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო უნდა ჩამოვსულიყავი ავტობუსიდან. პირველი რასაც ვფიქრობდი სახლამდე მიმეღწია და მერე რაც გინდა მომსვლოდა.

Loading...

ისევ ბუნდოვნად მახსოვს როგორ ჩამოვედი ავტობუსიდან და როგორ მომსდევს სრულიან უცნობი ადამიანის ხელი, მიჭერს მკლავზე, მე უღონოს რომ არ დავარდე თან მიკვირს, თან ვეუბნები არა ბატონო მე თვითონ მაგრამ არა არ მიშვებს ხელს, დაიხურა ავტობუსის კარები და ჩვენ დავრჩით გარეთ ორი უცნობი ადამიანი, რომელიც იმ დროს ყველაზე ახლობელი აღმოჩნდა ჩემთვის ჯერ დამსვა იქვე მიყიდა წყალი, წვენები, ცოტა რომ შემატყო აზრზე რომ მოვდიოდი იუმორიც შემოუშვა საუბარში ორივეს გაგვეცინა მართლა ისეთი გაწუწული ვიყავი .  ასე ახლა სახლში ვერ გაგიშვებ დედასაც აანერვიულებ და გულიც გაუსკდება ასეთ მდგომარეობაში რომ დაგინახავსო და მოკლედ დიდი ჭიდაობის შემდეგ მომახურა თავისი ქურთუკი და იქვე მყუდრო კაფეში შევედით დავიწყეთ ზოგადი საუბრები ვინ რას წარმოვადგენდით, ვის როგორი ცხოვრება გვქონდა მაგრამ ეს არ ყოფილა უცნობ ადამიანთან საუბარი ეს იყო საუბარი დიდი ხნის ნაცნობთან, სხვა შეგრძნება უბრალოდ ვერ დაგეუფლებოდა ამ ადამიანთან საუბრის დროს ეს ყველაფერი მოხდა 3 თვის წინ..
მას მერე მე და ჩემი მწვანე თვალება ბიჭი ყველა დღე ხვდებით ერთმანეთს და ერთმანეთის გარეშე ცხოვრებაც აღარ შეგვიძლია, ეს დღე საბედისწერო აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც მიმიყვანა დიდ სიყვარულამდე…

დატოვეთ კომენტარი

loading...
loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close