საინტერესო

იესო ქრისტე სასწაულების მოსახდენად კანაფის ზეთს იყენებდა – დევიდ ბიენენშტოკი

Loading...

ისტორიკოს დევიდ ბიენენშტოკის თქმით იესო და მისი მოციქულები სასწაულების მოსახდენად კანაფის ზეთს იყენებდნენ, როგორც მეცნიერი ირწმუნება კანაფი ფართოდ გავრცელებული იყო ახლო აღმოსავლეთში 2000 წლის წინ და ის აქტიურად გამოიყენებოდა ავადმყოფების და ინფიცირებულების სამკურნალოდ. ამის შესახებ dailymail.წერს.
ამასთანავე ზეთი რომელიც ადრეულ ქრისტიანულ ტაძრებში გამოიყენებოდა ბიენენშტოკის მტკიცების სწორედ კანაფის ზეთი იყო.
დიდი ხნით ადრე ვიდრე მედიკამენტების მასობრივი წარმოება დაიწყებოდა, ამ ექსტრაქტს , რომელიც კანში შეიწოვებოდა, შეეძლო ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური დაავადებისგან განკურნება. ამასვე ამტკიცებს ბიენენშტოკიც, რომელიც მარიხუანას გამოყენებასთან დაკავშირებით შექმნილი არაერთი წიგნის ავტორია.

Loading...


მეცნიერების აზრით keneh-bosum-ის ზეთის დასამზადებლად გამოყენებული მცენარე, რომლის სახელიც ბიბლიაში დაკონკრეტებული არაა, სწორედ კანაფია,
ბიენენშტოკი ასევე ამტკიცებს იმასაც, რომ იესო თავადაც მოიხმარდა მარიხუანას.
„იესო თავად იყო წმინდა ზეთით ცხებული და თუ ამისთვის, კანაფის ზეთი გამოიყენებოდა, გამოდის ისიც მოიხმარდა მას.“- აცხადებს მეცნიერი.

დატოვეთ კომენტარი

loading...
loading...
Loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close