სიახლეები

ცოტა ხნის წინ ცოტნემ ბანკიდან შეტყობინება მიიღო, მის ანგარიშზე მილიონზე მეტი იყო ჩარიცხული, ეს მთლიანი თანხა მან ავადმყოფების და ღატაკების დასახმარებლად დახარჯა…

loading...
loading...

ბათუმელი ზურაბ ბაუჟაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ცოტნე გამსახურდია წლების წინ ინტერნეტით გავიცანი. მუდამ ვადევნებდი თვალს მის საქმიანობას თუ როგორ ცდილობდა გაჭირვებული ადამიანების დახმარებას. ერთხელ გურიაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მცხოვრები მარტოხელა ადამიანის დასახმარებელ კამპანეას აწარმოებდა. ამ ადამიანს ელექტროგამათბობელი სჭირდებოდა და ცოტნე ისეთ ადამიანს ეძებდა ვინც ამ ნივთს გადასაცემდა მას. თბილისში ვიყავი იმ დროს, ბათუმში ვბრუნდებოდი და მივწერე რომ მე წავიღებდი. შევხვდით ვერაზე. გამათბობელი დიდი მორიდებით და ათასი ბოდიშით გადმომცა. თითქოს თავისთვის მთხოვდა რამეს. ამ შეხვედრის დროს გავიცანი ზუსტად. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
ის ელექტროგამათბობელი მივაწოდე იმ ადამიანს და ცივი ზამთარი ცოტნეს დახმარებით უფრო კომფორტულად გადაიტანა.
წლების მანძილზე რამდენ ადამიანს დახმარებია უანგაროდ, რამდენის უკანასკნელი და ერთადერთი იმედი ყოფილა.
ცოტა ხნის წინ ცოტნემ ბანკიდან შეტყობინება მიიღო. ანაგრიშზე, რომელზეც ადამიანთა დასახმარებლად თანხას აგროვებდა მილიონზე მეტი იყო ჩარიცხული. ეს იმდენივე თანხაა, რამდენიც თბილისის საახალწლო ნაძვის ხის ღირებულება. ეს თანხა ცოტნეს ავადმყოფების, ღატაკების და სასოწარკვეთილი ადამიანების დასახმარებლად ჰქონდა დახარჯული.
ამიტომაც არ გასწირავს ღმერთი და მალე გამოჯანმრთელდება, ფეხზე დადგება, ისევ სიკეთის საკეთებლად! უფალმა აარიდოს განსაცდელი!”

დატოვეთ კომენტარი

loading...
loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close