სხვა

საწოლის ქვეშ ორი ქვა დადეთ… ორი წითელი სანთელი დაანთეთ და სასწაული მოხდება… – რა უნდა გააკეთოთ ახალი წლის ღამეს, იმისატის რომ მომავალ წელს ფინანსურად უზრუნველყოფილი იყოთ და ნამდვილი სიყვარული იპოვოთ…

loading...
loading...

რჩევები დაქორწინებულ წყვილებს – როგორ უნდა განალაგოთ ნივთები საძინებელში ფენ შუის სპეციალისტის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რისი წელი მოდის, ყველა შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რა ნივთებია განთავსებული საძინებელში და როგორია მათი მდებარეობა.
თიკა ქოქაშვილი: „აუცილებელია, რომ საწოლის თავი კედელთან ახლოს იყოს. ეს წყვილის ურთიერთობის სიმყარეზე ახდენს გავლენას. რაც უფრო დიდი თავი აქვს ლოგინს, მით უფრო კარგია, წარმოიდგინეთ სამეფო ტახტები. საწოლს სამი მხრიდან უნდა ჰქონდეს მისადგომი, ანუ წინა მხრიდან, ასევე მარჯვენა და მარცხენა მხრიდან. აუცილებელი პირობაა, რომ ქალური ენერგიების მატარებელი მხარე
დაიჭიროს ქალმა. ქალური ენერგიების მატარებელია მარცხენა მხარე, ხოლო მამაკაცური ენერგიების მატარებელი – მარჯვენა მხარე. თუ პირიქით სძინავთ წყვილებს, ძალიან ხშირად ვაწყდებით იმ პრობლემას, რომ
ქალები ოჯახში კაცის როლს ასრულებენ. ამიტომ, სჯობს ისე დავიძინოთ, რომ ყველამ მიიღოს თავისი ენერგია.
ოთახში ყველაფერი წყვილად უნდა იყოს – წყვილი ბალიში, წყვილი ტუმბო. საძინებელში სკამი არ უნდა გავაჩეროთ. თუ არ არის სხვა გზა და აუცილებელია, რომ ოთახში სკამი გვქონდეს, მაშინ უნდა გვქონდეს ორი სკამი. ანუ კენტად არაფერს არ ვაჩერებთ.
კარი არ უნდა იღებოდეს საწოლის ფებისკენ და თავი არ უნდა იყოს ფანჯრის მხარეს, ანუ ფანჯარასთან მიბჯენილი ლოგინები რომ არის, ასე არ შეიძლება. თუ ოთახი არ გაძლევთ ამის საშუალებას, მაშინ შეგიძლიათ სქელი ფარდით გააკეთოთ გამყოფი ფანჯარასა და საწოლს შორის. ძალიან ბევრგან მინახავს, რომ საწოლის ფეხებთან იღება კარი. ასეთ დროს კარგია გამოიყენონ შირმა, დაწოლის დროს შეუძლიათ გახსნან ეს შირმა, რომ კედლის მსგავსი ტიხარი გაჩნდეს და უარყოფითმა ენერგიამ არ დააზიანოს იქ მძინარე ადამიანი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელი, რადგანაც ფენ შუიში ამ მიმართულებას სიკვდილის მიმართულება ჰქვია – კარიდან ფეხებში შედის ცუდი ენერგია და აზიანებს ჯანმრთელობას.
რაც შეეხება სარკეს, ფენ შუის მიხედვით, სარკე საერთოდ არ უნდა იყოს საძინებელში, რადგანაც პირად ურთიერთობებს ძალიან უშლის ხელს და ძალიან ბევრ პრობლემას იწვევს. მაგ: უძილობის პრობლემას, ტელევიზორიც ერთგვარად სარკესავითაა, ამიტომ უმჯობესია, თუ ძილის წინ რამეს გადააფარებთ, ასევე სარკე თუ ისე დგას, რომ საწოლი ჩანს, სჯობს, მასაც გადააფაროთ ძილის წინ რაიმე, ან საერთოდ გაიტანოთ. შეგიძლიათ საძინებელში გქონდეთ პატარა კოსმეტიკური მოხმარების სარკეები ისე, რომ არ ჩანდეს ლოგინი და წყვილი, რომელსაც იქ სძინავს.
საძინებელში აკრძალულია ყვავილები, მცენარეები და ასევე არ ვაჩერებთ წყლის სტიქიის გამომხატველ ნივთებს მაგ: ზღვის, გემების, შადრევნების ფოტოებს, ასევე ლურჯი ფერის ფარდები არ არის კარგი. კარგი არ არის სურათები, სადაც მხოლოდ ქალი, ან მხოლოდ მამაკაცია გამოსახული, ან თუნდაც ერთი ცხოველი, ზოგადად, სურათი, სადაც რაიმე კენტადაა გამოსახული. რომანტიზმის მოსაზიდად ძალიან კარგია მცენარეების ფოტოები, ასევე ამავე მიზნით შეგიძლიათ წყვილი ლოტუსი დადოთ საძინებელში.
თუ კონფლიქტური სიტუაციებია ხშირია, ფენ შუის აქვს ასეთი ფორმულა – ბაჭიას, ან ძაღლის ფიგურას თუ დავდებთ საძინებელში კარგი იქნება, ოღონდ ეს არის ფენ შუის ფიგურა და არა ჩვეულებრივი სათამაშო. ასევე არის შვიდი მინერალის ფორმულა. ამ შემთხვევაში ლოგინის ქვეშ ვდებთ შვიდ სხვადასხვა ფერის ქვას, რაღაც პატარა თეფშით და ეს წყვილს იცავს ენერგეტიკულად იცავს.
ფენ შუის აქვს ორმაგი ბედნიერების სიმბოლო, რომელსაც მატრასის ქვეშ ათავსებენ, ან ტუმბოზეც შეგიძლიათ განათავსოთ, ეს არის სიყვარულის სიმბოლო და აძლიერებს წყვილში სიყვარულს, ერთგულებას. ახლა, დეკემბრიდან ახალი ენერგიები შემოვა და ძალიან კარგი იქნება თუ განათავსებენ ოთახში ორმაგი ბედნიერების ფორმულას. მატრასი უნდა იყოს მთლიანი, არ უნდა იყოს გამყოფი, როდესაც გამყოფია და ორი მატრასი დევს, ეს ყოველთვის იწვევს მესამე პირის გამოჩენას წყვილის ცხოვრებაში. საძინებლის დასავლეთ მხარეს დადებული მამლის ფიგურით ვიცავთ ღალატისგან ჩვენს სიყვარულს.
ახალი წლის ღამის რიტუალი სიყვარულის და ურთიერთობის  გასამტკიცებლად:


„ახალი წლის ღამეს ძალიან კარგი იქნება თუ წყვილს საძინებელში ორმაგი ბედნიერების სიმბოლო ექნება. თუნდაც პატარა იყოს, ზომას არ აქვს მნიშვნელობა. ასევე, დაანთონ ორი ცალი წითელი სურნელოვანი სანთელი, განათავსონ ტუმბოზე, თუ ტუმბო არ აქვთ, პატარა სკამი დადგან და ორივე სანთელი აანთონ მინიმუმ ერთი საათი და მაქსიმუმ ორი საათის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ამ დროს მნიშვნელოვანია აფირმაციების წარმოთქმა.
აფირმაციები ძალიან მარტივია. მაგალითად, შეუძლიათ თქვან – „ვარ ბედნიერი, წარმატებული, ვუყვარვარ (ვთქვათ მეუღლის, საყვარელი ადამიანის სახელი), მიყვარს მე ის და ჩვენი სიყვარულია არის ძლიერი.“ მსგავსი სასიყვარულო აფირმაციები თვითონაც შეუძლიათ შექმნან.
კიდევ არის ასეთი რამ, დეკემბერში კეთდება ხოლმე და განახლებას, „სიყვარულის დაცვას“ ვეძახით:
ამეთვისტოს ქვას უნდა გამოაბათ წითელი ძაფი, ეს ძაფი უნდა იყოს საკმაოდ გრძელი. წითელ ძაფს აბამთ მამაკაცის მხარეს საწოლის ფეხზე და მატრასის ქვეშ, მამაკაცის მხარეს, დადებთ ამეთვისტოს ქვას. ეს იცავს და აძლიერებს სიყვარულს. ახალი წლის ღამეს კი საკმარისია წითელი სანთლები დაანთოთ საძინებელში და აფირმაციები წარმოთქვათ“, – ამბობს ფენ შუის მასტერი.
ახალი წლის ღამის რიტუალი მარტოხელებისთვის ბედის მისაზიდად

„ბედის მისაზიდად ფენ შუის აქვს წყვილი იხვების სიმბოლო – დედალი და მამალი იხვია. თუ ყოველივეს ქალი აკეთებს, მაშინ ეს სიმბოლო მამაკაცის მხარეს, მარჯვენა მხარეს უნდა განათავსოს და მამაკაცის მხარეს უნდა დაიძინოს. ასევე, ბედის მისაზიდად კარგია ვარდისფერი კვარცები, ნატურალურ ქვაზე მაქვს საუბარი. შეუძლიათ დადონ ტუმბოზე და ამ შემთხვევაშიც წითელი წყვილი სანთლები დაანთონ. ყოველივე სიყვარულის ენერგიას მოიზიდავს“, – გვეუბნება თიკა ქოქაშვილი

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close