სიახლეები

რა უცენზურო კომენტარი დაუწერა კახა კალაძემ მოქალაქეს, რომელიც ქალაქის მერმა რამდენიმე წამში წაშალა

loading...
loading...

“რძე უფრო გიყვარს თუ ყველი”- ასე მიმართა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, მოქალაქეს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, რომელიც მალევე წაშალა.
კალაძის ეს მიმართვა იყო პასუხი მოქალაქის კრიტიკულ კომენტარზე, რომელიც მან მამუკა მდინარაძის მისამართით გააკეთა, რასაც თბილისის მერის გაღიზიანება მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს დედაქალაქის მერს კახა კალაძეს ტრადიციული პირდაპირი ჩართვა ჰქონდა სოციალურ ქსელში. კალაძის „ფეისბუქლაივი” საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემაც გამოიყენა და მან მოქალაქეებს და ემიგრანტებს მიმართა.
დედაქალაქის მერის აღნიშნული კომენტარი „პირველმა რადიომ” ე.წ. სქრინშოთის სახით შეინახა, სანამ ის კალაძის ფეისბუქგვერდიდან წაიშლებოდა.


შეგახსენებთ, რომ საახალწლო ნაძვის ხის დადგმის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა „არ გინდოდათ რძე და ყველი“… რაც მოგვიანებით გადაასწორა და ნაძვის ხეს „საბრალო“ მიაწერა, თუმცა, „სქრინშოტი“ სოციალურ ქსელში მაინც გავრცელდა.

itar. ge

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close