სიახლეები

ბავშვს პირღებინება ჰქონდა, შემდეგ დამშვიდდა, დაიძინა და… – ახალი დეტალები რუსთავში ჩვილი ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

loading...
loading...

რუსთავში ჩვილი გარდაიცვალა.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით წლინახევრის ბავშვი სახლში დაიღუპა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს, ექიმებმა ჩაატარეს შესაბამისი ღონისძიებები თუმცა არსებული ინფორმაციით ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.
ამ დროისთვის ბავშვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.
“ინფო რუსთავს” შსს-ში განუცხადეს რომ – “ფაქტზე გამოძიება სსკ 116-ე მუხლით დაიწყო, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს”.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე “ინფო რუსთავმა” რუსთავში გარდაცვლილი ბავშვის შესახებ ახალი დეტალები გაარკვია.


როგორც “ინფო რუსთავს” დაღუპული ბავშვის ოჯახის ერთერთმა ახლობელმა განუცხადა წლინახევრის ბავშვს ეძინა და არსებული ინფორმაციით ბავშვი სწორედ ძილის დროს გარდაიცვალა. დაძინებამდე კი მცირეწლოვანმა 3 საათით ადრე აღებინა, თუმცა ღებინების შემდეგ დამშვიდდა და დაიძინა.
ამ დროისთვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ისევ უცნობია.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close