საზოგადოება

კაცმა თავისი ცოლი და 10 წლის შვილი იმ საბედისწერო თვითფრინავში ჩასვა, 10 წუთში კი მის თვალწინ ჩამოვარდა თვითფრინავი და მათი სიკვდილი ნახა…

Loading...

ირანის დედაქალაქ თეირანის მახლობლად უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ, უკვე ბევრი ისტორია დაწერა, როგორც ეკიპაჟის წევრებზე ასევე მგზავრებზეც. „პრაიმტაიმი“ მორიგ ისტორიას გთავაზობთ ერთ-ერთი მგზავრის მეუღლეზე, რომელმაც თავის ცოლი და მცირეწლოვანი შვილი აეროპორტიდან საბედისწერო რეისზე გააცილა.
ეს კანადელი ოჯახის ისტორიაა. შაჰინ მოგადამი, რომელმაც თავის ცოლი და 10 წლის ბიჭი თეირანის აეროპორტში საბოლოოდ ნახა ამბობს, რომ მისთვის მთელი ცხოვრება დამთავრდა. ​
„მინდა ხალხმა იცოდეს თუ რაოდენ საოცრები იყვნენ ისინი. ჩემი ცოლი ყოველთვის იღიმოდა, ყოველთვის მხიარული იყო. ძალიან ძვირფასები იყვნენ ისინი ჩემთვის“, – ამბობს შაჰინი CBC-თან ინტერვიუში.
მისი ცოლი, როსტინ მოგადამი სულ რაღაც 39 წლის იყო. წყვილი 14 წლის წინ დაქორწინდა და კანადაში საცხოვრებლად 7 წლის წინ გადავიდნენ. კანადაში ჩასვლის შემდეგ როსტინი იორკის უნივერსიტეტში სწავლობდა.
რაც შეეხება შაჰინის ვაჟს, ის 10 წლის იყო და სკოლაში სწავლობდა. როგორც შაჰინი ამბობს ის ოთხ ენაზე საუბრობდა, უყვარდა ცურვა, პიანინოზე დაკვრა და იყო ტაეკვანდუს ჩემპიონი. „ჩვენი საოცარი, მშვენიერი შვილი, ინტელექტუალური, სუპერ ჭკვიანი“,- ამბობს შაჰინი.
შაჰინ მოგადამს ესტუმრა და მიუსამძიმრა კანადის პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ.
„ჩვენ გვჭირდება სრული სიმართლე იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მომხდარიყო ასეთი საშინელი ტრაგედია. ოჯახები ეძებენ სამართალს“, განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა შაბათს პრესკონფერენციაზე.

Loading...

დატოვეთ კომენტარი

loading...
loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close