სიახლეები

საავადმყოფოები გადაჭედილია – ქართველი ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ, ნახეთ როგორ დავიცვათ თავი ვირუსისგან

loading...
loading...

ქუთაისში დეკემბრის ბოლოდან დღემდე ვირუსების შედეგად კლინიკებში პაციენტების მიმართვიანობამ იმატა.
„მედიაქალსითის“ ბავშვთა ინფექციური განყოფილების გამგის, ლამარა ლიპარტელიანის თქმით, მას  გრიპის მწვავე ვირუსით დღეში 70-მდე პაციენტი სტუმრობს. ექიმის განმარტებით, ზოგადი მაჩვენებელი 200-დან 400 პაციენტამდეა გაზრდილი.
„ეს არის ეპიდემია. ყველა ასაკის ადამიანი მოდის ვირუსით. პაციენტებს აქვთ შემდეგი ჩივილები: მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, მტვრევა ორგანიზმში“, – ამბობს ლამარა ლიპარტელიანი.


ექიმები მოქალაქეებს ვირუსისგან თავის დასაცავად ურჩევენ – იარონ პირბადით, ხშირად დაიბანონ ხელები, გაანიავონ ოთახები, მიიღონ დიდი რაოდენობით წყალი და ჯანსაღი საკვები.
„დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში“ აცხადებენ, რომ ძირითადად გავრცელებულია B ტიპის ვირუსი, თუმცა გვხვდება A და რეინო ვირუსებიც.

დატოვეთ კომენტარი

loading...
loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close