სიახლეები

ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში მეთერთმეტე სართულიდან ლიფტი ჩავარდა, ლიფტში 3 ადამიანი იმყოფებოდა

Loading...

ბათუმში, პუშკინის და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩავარდა. კაბინაში სამი ადამიანი იმყოფებოდა. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, მალხაზ ხალვაშის თქმით, ამბულატორიული მომსახურება მხოლოდ ლიფტში მყოფ დედა-შვილს დასჭირდა. მათ გარეგნული დათვალიერებით დაზიანებები არ აღენიშნებოდათ, თუმცა ისინი კლინიკაში რჩებიან.
გამოცემა „ბათუმელების“ ინფორმაციით, ლიფტი მე-13 სართულიდან ეშვებოდა ქვემოთ და მე-11 სართულიდან ჩავარდა. ამ კორპუსის

Loading...

მაცხოვრებლის თქმით, ეს სატვირთო ლიფტი იყო, თუმცა, მას სამგზავროდ იყენებდნენ. კორპუსი ამ დროისთვის მერიას ჩაბარებული არ აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი
Loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close