სიახლეები

ხვალიდან ისე აცივდება თბილისის ზღვაც გაიყინება – უახლესი 3 დღის ამინდის პროგნოზი

18 იან­ვარს აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ღა­მით ტემ­პე­რა­ტუ­რა -16 გრა­დუ­სამ­დე და­ე­ცე­მა, თბი­ლის­ში კი -8 გრა­დუ­სია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.
გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 16 იან­ვარს, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, დღი­სით გაძ­ლი­ერ­დე­ბა აღ­მო­სავ­ლე­თის ქარი – 25/30 მ/წმ-ში. სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა დღი­სით 0-3 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი მცი­რე ნა­ლე­ქია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, უმე­ტე­სად თოვ­ლის სა­ხით. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში -5-0 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლისს, დე­და­ქა­ლაქ­ში თოვ­ლჭყა­პი და ნის­ლია ნა­ვა­რა­უ­დე­ვი. თბი­ლის­ში დღი­სით -5 გრა­დუ­სი ყინვა და­ფიქ­სირ­დე­ბა.
17 იან­ვარს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში უნა­ლე­ქო ამინ­დი იქ­ნე­ბა, გაძ­ლი­ერ­დე­ბა აღ­მო­სავ­ლე­თის ქარი, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია მცი­რე ნა­ლე­ქი, უმე­ტე­სად თოვ­ლის სა­ხით, თბი­ლის­ში – თოვ­ლჭყა­პი და ნის­ლია ნა­ვა­რა­უ­დე­ვი.


18 იან­ვარს, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მცი­რე ნა­ლე­ქია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ღა­მით ტემ­პე­რა­ტუ­რა და­იკ­ლებს და ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში -8 გრა­დუ­სამ­დე და­ე­ცე­მა. რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლისს, 18 იან­ვარს დე­და­ქა­ლაქ­ში უნა­ლე­ქო ამინ­დია ნა­ვა­რა­უ­დე­ვი, დღი­სით 1 გრა­დუ­სი, ხოლო ღა­მით -4 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა.

დატოვეთ კომენტარი

loading...
loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close