სიახლეები

ბავშვები იხოცებიან, ახლაც 4 ახალგაზრდა შემოიყვანეს რეანომობილით… რაც აქ ვნახე ეს არის სრული კატასტროფა…

loading...
loading...

„ამ წუთას, მეორე რეანომობილი მოვიდა კიდევ 2 ახალგაზრდით… სასწრაფოს ექიმებს მაინც გაესაუბრეთ“ – ასეთ განხცადებას აქვეყნებს უფლედამცველი ირაკლი ღლონტი.
„იხოცებიან ბავშვები… 4 დღეა, ერთ-ერთი საავადმყოფოს მისაღებში ვათენებ და მე რაც აქ ვნახე, ეს არის სრული კატასტროფა, ეს არის ტრაგედია ! პარლამენტის და მთავრობის წევრები თუ ნებით არა, ძალით უნდა მოვიყვანოთ საავადმყოფოს მიმღებში და საკუთარი თვალით ნახონ, რა დღეში არიან ადამიანები!!! ის ხალხი კი, ვინც ნარკომაფიის სათავეშია, ძაღლებივით უნდა დავაბათ ჯერ საავადმყოფოს ეზოში, შემდეგ ციხეში!!!
15-17 წლის ბავშვები მოჰყავთ კლუბებიდან და ქუჩებიდან ნარკოტიკული ინტოქსიკაციით! იხოცება ხალხი!
აი ამ წამს, მეორე რეანომობილი მოვიდა კიდევ 2 ახალგაზრდით… სასწრაფოს ექიმებს მაინც გაესაუბრეთ.
ჯერ ნარკოტიკით და შემდეგ სიკვდილის პირას მისული ახალგაზრდების ოჯახებიდან და ბიუჯეტიდან იღებთ დამატებით შემოსავალს !


კლინიკის პერსონალის მიმართ, ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, მსურს გითხრათ სიმართლე, რომელიც მწარეა. არა 2, არამედ 4 ახალგაზრდა შემოიყვანეს 3 წუთიანი ინტერვალით ღამის საათებში. ათეულობით ახალგაზრდა შემოჰყავთ ყოველდღიურად, განსაკუთრებით კი პარასკევს და შაბათ-კვირას.
იმედი მაქვს, კლინიკები მაინც არ დამალავენ ზუსტ ინფორმაციას და ითანამშრომლებენ მოსახლეობასთან, საქართველოსთან, ჩვენს მომავალთან !!!
გთხოვთ, ემსახურეთ საქართველოს და არა ე.წ. ინსტიტუციებს ! გთხოვთ, ნუ დამალავთ სიმართლეს, მას დიდი ძალა აქვს და არ ყალბდება!! — წერს ირაკლი ღლონტი. 
წყარო – geodoc.ge ;  janmrteloba.com

დატოვეთ კომენტარი

loading...
loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close