სიახლეები

5 წლის შვილი ჰყავს, დედა ემიგრანტია… – ნახეთ ვინ არის გოგონა, რომელიც დღეს ყოფილმა ქმარმა ნაჯახით მოკლა (ფოტოები)

loading...
loading...

სურამში, ყოფილი მეუღლის მიერ მოკლული ბეტა ნაჭყებია, ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ ქვალონიდანაა. ამის შესახებ სოფლის რწმუნებულმა ცოტნე დადიანმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა.
„ბეტა ჩემი კლასელია, ძალიან კარგი გოგო, ადრე აქ იყო გათხოვილი, 5 წლის შვილი მეორე ქმრისგან ჰყავს. როგორც აქ სოფელში ამბობენ, ამ მეორე ქმარს, რომელთანაც გაშორებული იყო, საკუთარი ბებიის სახლში მოუკლავს. აქ სოფელში ვიყავი ახლა სახლში, არავინ არ დამხვდა. ბეტას დედა თურქეთშია, მამა არ დამხვდა, ხოლო ძმა თბილისში მუშაობს“,- გვითხრა სოფლის რწმუნებულმა.                            
დანაშაულის ჩამდენი პირი ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულის ადგილსამყოფელის დასადგენად და მის დასაკავებლად.
აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ბრალდება თავისუფლების აღკვეთის ვადით 14-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close