საზოგადოება

სასიამოვნო სიახლე: ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგნარი შეყვარებულები გახდნენ, მათ შორის ნამდვილი სიყვარულია… (ფოტოები)

Loading...

ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის ვარსკვლავური წყვილის ამბებს წლებია განიხილავენ. შეუდარებელი მოცეკვავეები კი სიჩუმეს ინარჩუნებენ და ერთობლივი ძალებით ახალ პროექტებს იწყებენ.
ყველას კარგად ახსოვს მეგა-შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მათი ცალ-ცალკე გამოჩენა. მოცეკვავეები ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს ცეკვას დიდი ძალისხმევის შედეგად ასწავლიდნენ. მათ შრომისმოყვარეობამ პროექტს მაღალი რეიტინგი მოუტანა, ოთო და ჯულიანა კი უფრო მეტად დააახლოვა, მიუხედავად იმისა, რომ პროექტში ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ.
უკვე რამდენიმე წელია ერთად ცეკვავენ, სხვადასხვა შეჯიბრებასა თუ კონკურსზე განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევენ. არაერთი კარიერული წარმატება ერთობლივად აქვთ მოპოვებული. პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მერვე დაუვიწყარი სეზონი იანვარში დასრულდა, თუმცა ოთოს და ჯულიანას გრაფიკი არ შეუმსუბუქდათ.
მიუხედავად ამისა, ახლო მეგობრები თუ შეყვარებულები დასვენებას ერთად ახერხებენ. საკმაოდ რომანტიკულ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ და უამრავ კითხვას იწვევენ. მათ ფარულ ვნებებზე ჭორები ვრცელდება. გარდა იმისა, რომ საკმაოდ გულახდილ ფოტოებს აქვეყნებენ, ახლა უკვე ბიზნეს-პარტნიორებიც არიან.
რამდენიმე თვის წინ ოთომ ჯულიანას დაბადების დღე საჯაროდ მიულოცა. მშვენიერ მოცეკვავეს ეს სიტყვები მიუძღვნა: “ჩემი უსაყვარლესი გოგოს დღეა! გილოცავ, მიხარია, რომ ჩემს ცხოვრებაში ხარ და აუცილებლად სულ ბედნიერი უნდა იყო“. ფაქტია, ოთო ჯულიანას აბედნიერებს. მართალია, ყვითელ პრესას და ჟურნალისტებს თავს არიდებენ და დაწყებულ ურთიერთობას არ ამხელენ, მაგრამ ძალიან მიმზიდველად გამოიყურებიან.

Loading...
დატოვეთ კომენტარი

loading...
loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close