სიახლეები

ახლახანს ვახო სანაია სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა – ნახეთ როგორია ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა…

loading...
loading...

ვახო სანაია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც ის წერს, ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს და იხსენებს კურიოზულ შემთხვევას, რომელიც თავს გადახდა.
„მოკლედ, დღეს არ ვიყავი კარგად. თავი, გული, ისა, ესა. ყველაფერი. იმდენად ცუდად ვიყავი, დილიდან პიჟამოთი დავბოდიალობდი სახლში. ისე დავმძიმდი, რომ ჩაცმის თავიც არ მქონდა, მაგრამ გადაცემა გადაცემაა და უნდა წავსულიყავი სამსახურში. ჰოდა ავდექი და გახდისა და ისევ ჩაცმის ენერგია აღარ მქონდა, ავდექი და ამ პიჟამოზე ზემოდან ჩავიცვი შარვალი და წავედი სამსახურში. გზაში და მერე სამსახურში კიდევ უფრო ცუდად გავხდი.
წამოვწექი დივანზე. შემოვიდა პროდიუსერი თიკო ლევანიშვილი, ფერიც არ მომწონსო და მიმასაჟებს ხელის გულებს. მერე შემოვიდა ლელა რევიშვილი, რომელსაც ზოგადად არ სჯერა, რომ მე ოდესმე მოვკვდები, მაგრამ ამჯერად შეშფოთდა ჩემი სახის დანახვაზე. არიქა, ატყდა ამბავი, რომ ვკვდები. ინგა გრიგოლია, რომელიც თავადვე ძლივს გამოჯანმრთელდა, შეშფოთებული შემოვიდა. ჩემი ავადმყოფობისადმი სკეპტიკურად და ცინიკურად განწყობილი დიანა ტრაპაიძე უკვე ვეღარ მალავდა, რომ საქმე სერიოზულად იყო და შეწუხდა. ასე სწრაფად და დროულად არადროს მისულა სადმე ნინო ჟიჟილაშვილი. ამ სამყაროში ყველაზე ინფორმირებული ადამიანი ალინა ჩხაიძე, რა თქმა უნდა, იქვე გაჩნდა.
ვითარებას აკონტროლებდა ნანა აბურჯანიძე. საზღვარგარეთიდან შეუწყვეტლად რეკავს ვატო წერეთელი. გაივსო ოთახი ხალხით. გაიღო კარი და სასწრაფო დახმარების ბრიგადაც შემოგვიერთდა. იწყო ხალხმა დენა ჩვენს ოთახში. სასწრაფომ შეიხსენი ღილები, მკერდზე რაღაცები უნდა დაგიმაგროთო. ფეხებიც გვაჩვენე მანდაც რაღაცებს დავაყებებთო…გამომდინარე იქიდან, რა ხალხი ესწრებოდა ამ ამბავს, თან ყველანი ტელეფონებით შეიარაღებულნი, ვიკითხე, ეს ფეხებზე დამაგრება აუცილებელია-მეთქი ? კიო, დაბეჯოთებით მიპასუხა ექიმმა. და აი აქ გამოჩნდა ჩემი პიჟამო და დაიწყო ინგას, დიანას და სხვების ხორხოცი. ყრუდ ისმოდა სიტყვები – „ორი შარვალი“ „ორი შარვალი“ მოიმარჯვეს ტელეფონები. არსებობს მტკიცებულებებიც.


ერთი დეტალიც – ახლა აქედან სასწრაფოს მანქანამდე საკაცით უნდა წაგიყვანოთო. აი მანდ უკვე წამოვხტი, მე სანამ ცოცხალი ვარ, ამ შენობიდან საკაცით არ გავალ-მეთქი…
მერე კიდევ იყო რაღაცები, საავადმყოფოშიც გადამიყვანეს. ახლა კარგად ვარ. გმადლობთ მოკითხისთვის, ყურადღებისთვის.
ჰოდა, შეკითხვა – შარვლის ქვეშ პიჟამო ვის გცმიათ ?
P.S.მოვიდა Tamuna Kurashvili წაშლილი სახით. და ამათ, ნახე, ნახე, შენს ქმარს ორი შარვალი აცვიაო“, – წერს ჟურნალისტი.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close