
ერთი საათის წინ, საკუთარ სახლში გარდაიცვალა ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა.
დაახლოებით ორი წლის წინ, დაიღუპა თენგიზის შვილიშვილი, ქეთი სიხარულიძე, თურქეთში ღვიძლის ოპერაციის გადანერგვისას.
ღვიძლი დედამ, თენგიზის ქალიშვილმა გადაუნერგა, თუმცა, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საავადმყოფოში გადაყვანამდე, როგორც მაშინ გაჟღერდა ინფორმაცია, ქეთიმ ბაბუას ჰკითხა: – ხომ გადამარჩენთ?
შვილიშვილის სიკვდილის შემდეგ, თენგიზ სიგუას ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, ოჯახის ახლობლების თქმით, იგი ქეთიზე ნერვიულობამ გადაიყოლა. ბოლო პერიოდი, საწოლიდან ვერ დგებოდა…
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის თენგიზ სიგუას შვილიშვილი დაიღუპა. 16 წლის ქეთი სიხარულიძე თენგიზ სიგუას ქალიშვილის, ირინა სიგუას შვილი იყო. გოგონა თურქეთში ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ გარდაიცვალა. მას ოპერაცია 2017 წლის 21 ივნისს ჩაუტარდა და ღვიძლი დედამ გადაუნერგა.