სიახლეები

უხანში, საიდანაც ახალი კორონავირუსი გავრცელდა, საქართველოს 9 მოქალაქე ცხოვრობს – რას ყვება ქართველი გოგონა ჩინეთში არსებულ ვითარებაზე (ვიდეო)

Loading...

ჩი­ნეთ­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის 25 შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ – 830-ს მი­აღ­წია, – ამის შე­სა­ხებ ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ გა­ნა­ცხა­და.
ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ორ­დღი­ა­ნი მსჯე­ლო­ბის შემ­დეგ ჩი­ნეთ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, თუმ­ცა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­ფა­სე­ბით, ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის გამო სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე გა­მო­ცხა­დე­ბა “ძა­ლი­ან ად­რეა”.
ქა­ლაქ უხა­ნის 11 მი­ლი­ო­ნი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას მთავ­რო­ბამ რე­კო­მენ­და­ცია მის­ცა „გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­ზე­ზის“ გა­რე­შე ქა­ლა­ქი არ და­ტო­ვონ. შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­და ქა­ლაქ ხუ­ან­გან­ში შეს­ვლა­სა და გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზეც. უხან­ში სა­ქარ­თვე­ლოს 9 მო­ქა­ლა­ქე ცხოვ­რობს, თუმ­ცა ამ­ჟა­მად იქ 7 მათ­გა­ნი იმ­ყო­ფე­ბა. ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლო მათ­თან მუდ­მივ კავ­შირ­შია და მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.
პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის გა­და­ცე­მა “სა­ღა­მოს ნი­უს­რუმ­ში” ჩი­ნე­თი­დან ჩარ­თვი­სას, იქ მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა გო­გო­ნამ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე ისა­უბ­რა.
ანა­ნო ლე­ბა­ნი­ძის თქმით, ის სამ­ხრეთ ჩი­ნეთ­ში, ქა­ლაქ გუ­ან­ჯო­უ­შია და არც ისე ახ­ლოს იმ­ყო­ფე­ბა ეპი­დე­მი­ის ზო­ნას­თან, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა საპ­რე­ვენ­ციო ზო­მებს მა­ინც იღებს:
“პა­ნი­კა ჩვენ­თან ხალ­ხში არ არის, თუმ­ცა მთავ­რო­ბა აფრ­თხი­ლებს მათ გა­უფრ­თხილ­დნენ ჯან­მრთე­ლო­ბას, მო­ე­რი­დონ ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებს. ასე­ვე, გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ყვე­ლა რჩე­ვა რა­საც აძ­ლე­ვენ – გა­და­ად­გილ­დნენ პირ­ბა­დით და ხე­ლე­ბი ხში­რად და­ი­ბა­ნონ.
უნდა ით­ქვას, რომ ქა­ლაქ­ში ყვე­ლა ით­ვა­ლის­წი­ნებს ამას – ხალ­ხი გა­და­ად­გილ­დე­ბა პირ­ბა­დით და ცდი­ლობს, ახლო კონ­ტაქ­ტში არ შე­ვი­დეს სხვებ­თან
მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აქ 25 იან­ვარს დგე­ბა ჩი­ნუ­რი ახა­ლი წელი და დიდი რის­კე­ბია ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის, რად­გან ბევ­რი ჩი­ნე­ლი მოგ­ზა­უ­რობს ქვეყ­ნის შიგ­ნით. ამი­ტომ ახლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აფრ­თხი­ლე­ბენ მო­ქა­ლა­ქე­ებს.
რაც შე­ე­ხე­ბა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის წყა­როს, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, ერთ-ერთ თევ­ზის ბაზ­რო­ბა­ზე გა­სინ­ჯეს გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ხორ­ცი, სა­ი­და­ნაც გავ­რცელ­და კი­დეც და­ა­ვა­დე­ბა და შემ­დეგ, მო­ე­დო სხვა პრო­ვინ­ცი­ებს.
ქა­ლაქ უხან­ში საკ­მა­ოდ რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა – არ მოძ­რა­ობს ტრან­სპორ­ტი, არც თვითმფრი­ნა­ვი, არც მა­ტა­რებ­ლე­ბი. ყვე­ლა­ნა­ი­რი მოძ­რა­ო­ბა შე­ზღუ­დუ­ლია და გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია კა­რან­ტი­ნი.
იმ რე­გი­ონ­ში კი, სა­დაც მე ვცხოვ­რობ სრუ­ლი სიმ­შვი­დეა, პა­ნი­კა არ არის და იმე­დია, ასეც გაგ­რძელ­დე­ბა” – გა­ნა­ცხა­და ანა­ნო ლე­ბა­ნი­ძე, “სა­ღა­მოს ნი­უს­რუმ­ში” ჩარ­თვი­სას.
და­უდ­გე­ნე­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი 12-დან 29 დე­კემ­ბრის პე­რი­ოდ­ში ჩი­ნეთ­ში, ჰუ­ბე­ის პრო­ვინ­ცი­ის ქა­ლაქ უხან­ში გა­მოვ­ლინ­და. მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მისი წყა­რო ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი თევ­ზის ბა­ზა­რია. ვირუ­სი ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი გზით ვრცელ­დე­ბა. მისი სიმპტო­მე­ბია ცხე­ლე­ბა, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა და ხვე­ლა.

Loading...
დატოვეთ კომენტარი

loading...
loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close