ჰოროსკოპი

დღეს ახალმთვარეობა… – რა უნდა გააკეთოთ იმისთვის რომ 2020 წელს გამდიდრდეთ და ბედნიერები იყოთ

2020 წლის პირ­ვე­ლი ახალმთვა­რე­ო­ბა მოხ­დე­ბა 25 იან­ვარს, 23:42-ზე.  ახალმთვა­რე­ო­ბა დგე­ბა ორი დიდი მნა­თო­ბის – მზი­სა და მთვა­რის შე­ერ­თე­ბის დროს. წლის პირ­ვე­ლი ახალმთვა­რე­ო­ბა დად­გე­ბა მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში. ახლა კი გადავიდეთ ზოდიაქოს თრმეტივე ნიშანზე.
ვერძი: ვერძებს მუხლჩაუხრელი შრომა და მცირე ამოცანებზე კონცენტრირება გელოდებათ. წინა პლანზე გამოვა მუშაობა, ყოფა და მიწიერი საქმეები. ამასთან, მოგიწევთ ახალი, ორიგინალური მეთოდების მოძებნა საქმეების წარმოებისთვის.
კურო: კუროებს შემოქმედების, მხიარულებისა და აქტიური დასვენების თვე ელოდება. სექტემბერში მაღალი იქნება თქვენი სიცოცხლისუნარიანობა, იქნებით კაშკაშა, მომხიბლავი. შეიძლება გაჩნდეს მეტი დასამახსოვრებელი მომენტი პირად ცხოვრებაში, ყოველდღიურად სხვადასხვა საქმეში. მოკლედ, ფრიად საინტერესო და მოვლენებით მდიდარი ცხოვრება გელოდებათ.
ტყუპი: ტყუპებს ახალმთვარეობა ოჯახისა და სახლის საკითხებში მოგიტანთ წარმატებებს. მთელი თვე თქვენთვის პირველ ადგილზე იქნება სწორედ ოჯახური საქმეები. მთელი ცხოვრება დაკავშირებული იქნება საცხოვრებელ ადგილთან, ოჯახის წევრებთან. საოჯახო წყობაში რაღაც სიახლე უნდა შეიტანოთ.
კირჩხიბი: კირჩხიბებს სოციალურად აქტიური და საკმაოდ დატვირთული თვე ელოდება. სექტემბერში ღია იქნებით ურთიერთობებისთვის, სწავლისთვის. ახალმთვარეობის გავლენით, ამ თვეში ძალზე მნიშვნელოვანი იქნება კონტაქტები ადამიანებთან და გარემოს მუდმივი ცვლა.
ლომი: ლომები მთელი თვე მიწიერი და მშვიდი იქნებიან. ახალმთვარეობა მოიტანს წარმატებასა და ცვლილებებს ფინანსურ სფეროში, მატერიალურ კეთილდღეობას. გელოდებათ ძალზე სტაბილური თვე, მაგრამ, ამავდროულად, შეიცვლება დამოკიდებულება ფულისადმი და სამუშაოსადმი.
ქალწული: ქალწულები ამ თვეში შეძლებენ საკუთარი სტილის, იმიჯის შეცვლას, ინდივიდუალობის გამოხატვას. იქნებით უფრო თამამი, აქტიური, მომხიბლავი, წარმატებული. ახალმთვარეობა ძალზე ხელსაყრელ თვესა და ცხოვრების ახალ ეტაპს გიქადით. გექნებათ საშუალება, ბევრი რამ შეცვალოთ უკეთესობისკენ.
სასწორი: სასწორებს სულიერების, შინაგან სამყაროზე კონცენტრირების თვე გელოდებათ. იქნება იდუმალი ოცნებები, იმედები. გახდებით ბევრად იდუმალი, გულდახურული. ეს თვე გახდება გარკვეული ეტაპის დასრულებისა და შედეგების შეჯამების პერიოდი. გაგიმართლებთ იდუმალ საქმეებში.
მორიელი: მორიელებს ელოდება გრანდიოზული იდეები, რეალიზება სოციუმში და საყვარელი საქმიანობა. ახალმთვარეობა მიუთითებს, რომ თქვენს ცხოვრებაში წინა პლანზე გამოვა თვითრეალიზაცია, თავისუფლება, გუნდში მუშაობა. შესაძლებელი გახდება საკუთარი თავის წარმოჩინება.
მშვილდოსანი: მშვილდოსნებს ახალმთვარეობა მუშაობის დაწყებისა და საკუთარი მიზნების მიღწევის პერიოდის დაწყებას გპირდებათ. სექტემბერი იქნება ცვლილებებისა და მოვლენების თვე, რომელიც დაკავშირებულია ამბიციებთან და წარმატებებთან, მუშაობასთან და კარიერასთან. მოგიწევთ ბევრი შრომა, მაგრამ ეს აუცილებლად მოიტანს სათანადო შედეგებს.


თხის რქა: ახალმთვარეობა თხის რქებს მდიდარ, საინტერესო, მოვლენებითა და ურთიერთობებით სავსე თვეს ჰპირდება. იქნება ახალი შესაძლებლობებისა და შთაბეჭდილებებით სავსე პერიოდი. ბევრ თქვენგანს ელოდება მოგზაურობა. აქტიური მოვლენებია მოსალოდნელი საზოგადოებრივი მოღვაწეობის, ს წავლის სფეროში.
მერწყული: მერწყულებს ახალმთვარეობა ცვლილებებს ჰპირდება ძველ პრობლემებთან და დაგროვებულ გრძნობებთან დაკავშირებით. მოგიწევთ ნებისყოფის გამოჩენა და საკუთარ ემოციებში გარკვევა. შესაძლოა, შეიცვალოს რამე ფულთან დაკავშირებულ საკითხებში – მოსალოდნელია თანხის მიღება მოულოდნელი წყაროსგან.
თევზები: თევზებისთვის ეს რომანტიკის, სიყვარულის, ურთიერთგაგებისა და ჰარმონიის მოპოვების თვე იქნება. გაგიმართლებთ სიყვარულის სფეროში, ბევრი თქვენგანი შეხვდება თავის მეორე ნახევარს. თუ უკვე გყავთ პარტნიორი, თვე მოვლენებით, რომანტიკითა და სიყვარულით სავსე იქნება თქვენი წყვილისთვის.

დატოვეთ კომენტარი

loading...
loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close