
მოერიდეთ ავადმყოფ ადამიანებთან კონტაქტს, ცხოველებთან კონტაქტს, ცხოველთა ბაზრებსა და ფერმებს, ცხოველურ პროდუქტებს, თერმულად არასაკმარისად დამუშავებულ ხორცს; ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, მათზე ხელმისაწვდომობის არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადიზენფექციო საშუალებები;
ხანშიშესულმა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოგზაურებმა უხანში გამგზავრებით შესაძლოა, მეტი რისკი შეუქმნან თავიანთ ჯანმრთელობას. ხოლო, თუ უკვე იმოგზაურეთ უხანში და გაქვთ მაღალი ტემპერატურა, ხველა ან სუნთქვის გაძნელება, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებს, აცნობეთ ექიმს მოგზაურობისა და სიმპტომების შესახებ, მოერიდეთ სხვა
ადამიანებთან კონტაქტს, არ იმოგზაუროთ ავადმყოფობის პერიოდში, დაიფარეთ პირისა და ცხვირის მიდამო ცხვირსახოცით, ტანსაცმლის სახელოს ნუ გამოიყენებთ ცემინების და ხველების დროს,
ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, მათზე ხელმისაწვდომობის არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადიზენფექციო საშუალებები;
ასევე, სამედიცინო დაწესებულებებში საჭიროა გაძლიერდეს ინფექციის კონტროლის სტანდარტული ღონისძიებები, განსაკუთრებით საავადმყოფოებსა და გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში”, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.