სიახლეები

მე გეტყვით სიმართლეს… ამ დროისთვის უხანში და საერთოდ ჩინეთში იმაზე ბევრად მეტი ინფოცირებულია, ვიდრე მთავრობა აღიარებს… – ექიმი, რომელიც ჩინეთში ვირუსით დაავადებულებს მკურნალობს ვიდეომიმართვას ავრცელებს

loading...
loading...

ექიმი, რომელიც ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსით დაავადებულებს მკურნალობს, აცხადებს, რომ ამ დროისთვის დაახლოებით 90 000 ადამიანია ინფიცირებული. ეს ბევრად მეტია, ვიდრე ოფიციალური პეკინის ინფორმაცია 1975 ინფიცირებულის შესახებ.
მე ვარ იმ ტერიტორიაზე, სადაც კორონავირუსი გაჩნდა. აქ ვარ იმისათვის, რომ სიმართლე ვთქვა. ამ დროისთვის, ჰუბიის პროვინციაში, მათ შორის ქალაქ უხანში და მთელს ჩინეთში 90 000 ადამიანია ინფიცირებული“, – ამბობს ექიმი, რომლის ვიდეოსაც dailymail-ი აქვეყნებს. 
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2010-ს აღწევს, რომელთაგან 1970 შემთხვევა ჩინეთში დაფიქსირდა. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 56-მდე გაიზარდა.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის 15 ქალაქში კარანტინია გამოცხადებული. 
რაც შეეხება ქვეყნებს, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსი 14 ქვეყანაში ფიქსირდება, მათ შორისაა: ამერიკა კანადა, საფრანგეთი, იაპონია, ავსტრალია და ა.შ

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close