სიახლეები

გველის ვირუსი უკვე საქართველოშია – ახლახანს ჩინეთიდან ჩამოსული 22 წლის გოგონა საავდმყოფოში გველის ვირუსის ნიშნებით გადაიყვანეს

loading...
loading...

საქართველოში ჩინეთიდან ჩამოსულმა 22 წლის გოგომ სამედიცინო დაწესებულებას ვირუსის ნიშნებით მიმართა. ფაქტი კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის წარმომადგენლობაში ადასტურებენ, რომ ჩინეთიდან ჩამოსულმა გოგომ სამედიცინო დაწესებულებას ნამდვილად მიმართა.
„ახალგაზრდა ქალს აღენიშნება ვირუსის ნიშნები, თუმცა ჯერჯერობით, არ ვიცით, რა ტიპის ვირუსთან გვაქვს საქმე. მას აქვს მწვავე რესპირატორული ინფექცია, ეპიდემიოლოგები მუშაობენ, ყველაფერს დავადგენთ. დანიშნული აქვს მკურნალობა და

ვაკვირდებით. ის არ იმყოფებოდა უხანის პროვინციაში, სხვა რეგიონიდან ჩამოვიდა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.
ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, გაიარა თუ არა შემოწმება ახალგაზრდა ქალმა, საზღვრის კვეთისას.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close