სიახლეები

მოკლედ მოგახსენებთ ცოტნეს რეალური მდგომარეობის შესახებ… ეს ფაქტი ცნობილი არ იყო ინფორმაციის გაცემის აკრძალვის გამო… – ცოტნე გამსახურდიას ცოლი ქმრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს

loading...
loading...

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მისი მეუღლე ანა ჯაბაური საუბრობს:
“საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, მოკლედ მოგახსენებთ ცოტნეს რეალური მდგომარეობის შესახებ, ახლა უკვე ცოტნეს პალატიდან. ცოტნეს სამკურნალო ნარკოზი მოხსნილი აქვს, დაახლოებით, ორი კვირაა და შესაბამისად, მისი გაღვიძებაც სწორედ მაშინ მოხდა. ეს ფაქტი ცნობილი არ იყო ინფორმაციის გაცემის აკრძალვის გამო.
ამჟამად, ზემოაღნიშნული აკრძალვა მოხსნილია, შესაბამისად, გაღვიძების შესახებ ინფორმაცია გახმაურდა. სედაციის მოხსნის შემდეგ პაციენტს სჭირდება გარკვეული დრო ამა თუ იმ ფუნქციის აღსადგენად. ცოტნეს მდგომარეობა ძალიან ნელა, მაგრამ მაინც უმჯობესდება, შეინიშნება დადებითი დინამიკა. მართვით სუნთქვაზე თითქმის აღარაა (იშვიათად გადაჰყავთ მცირე ხნით, ცოტნეს

დასუსტებული ორგანიზმის დასასვენებლად). მიუხედავად იმისა, რომ ექიმების თქმით, ჯერჯერობით იგი მხოლოდ ტკივილზე რეაგირებს, მასთან ჩემი დაკონტაქტებისთანავე მეც და მედპერსონალმაც ემოციის გამოხატვის აშკარა ნიშნები შევნიშნეთ ცოტნეს, რის გამოც ექიმებმა მირჩიეს, ნაცვლად პაციენტის ნახვის დაწესებული ერთი საათისა, მასთან მთელი დღე გავატარო ხოლმე. ასე, რომ ცოტნეს ღვიძავს უკვე არაერთი დღეა და ნელნელა იბრუნებს ფუნქციებს. წინ კიდევ ბევრი ბრძოლაა, თუმცა ცოტნეს გამარჯვების იმედი ნამდვილად გვაქვს“ -აცხადებს ანა ჯაბაური.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close