საზოგადოება

ჩინელებს რა ნამუსით ლანძღავთ და აგინებთ? სანამ ჩინელზე რამეს იტყვით, თქვენი თავი აკრიტიკეთ… – გვანცა გეგუჩაძის მიმართვა ქართველებს…

loading...
loading...

ჩინეთში გათხოვილი 22 წლის ქართველი გოგონა, გვანცა გეგუჩაძე(ცზოუ) სოციალურ ქსელით საქართველოში ატეხილ ანტიჩინურ ისტერიას ეხმაურება და წერს:
“ჯოი ის ადამიანია, რომელმაც სიყვარული მასწავლა.
ჯოი ის ადამიანია, რომელიც ზრუნავს ჩემზე და ჩვენს ოჯახზე.
ჯოი ის ადამიანია, რომელიც ნებისმიერ დროს მზად არის გადაჭრას ყველანაირი პრობლემა.
ჯოი ის ადამიანია, რომელიც გაჭირვებისას არასდროს მიგატოვებს.
ჯოი ის ადამიანია, ვისთვისაც ფული და ძვირფასი ნივთები მნიშვნელოვანი არ არის.
ჯოი ისეთი ადამიანია, როგორიც საქართველოში სანთლით საძებნელია!
ის არ ჰგავს 40 წლის “ბავშვებს”, რომლებსაც ემიგრანტი დედები ფულს წვალებით უგზავნიან და მაგ ფულსაც თამაშში და “წამალში” ხარჯავენ!
სანამ ქართველი კაცები უცხოელზე გათხოვილი ქალების კრიტიკას დაიწყებთ, მანამდე თქვენი თავი აკრიტიკეთ! ნუ იქნებით მუტრუკები! იმის მაგივრად რომ აუ აჭარაზე ჩამირიცხეე, ფული მასესხეეე, აუ სიგარეტი მიყიდეეე, უთხრათ ქალს, გაანძრიეთ ერთი ადგილი და გააბედნიერეთ ადამიანი, რომელიც მოგწონთ ან გიყვართ! და ნუ შეუქმნით ისეთ გარემოებას რომ მხოლოდ თქვენგან კიარა, ქვეყნიდანაც წავიდეს! ამ რეალობას თქვენვე ქმნით ქართველებო საქართველოში! და მერე ისევ გამოდიხართ და იწყევლებით და ილანძღებით!
არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, რა სარწმუნოების ხარ, რა ეროვნების ხარ! მთავარია ამ ცხოვრებაში იყო ადამიანი!
მე ვამაყობ ჩემი არჩევანით! და არასოდეს ვინანებ!
იმ ხალხს კი, ვინც ცუდ კომენტარებს წერს და ჩინელებს წყევლის და აგინებს, მინდა გითხრათ: ჩინეთი ამ ყველაფერს ძალიან მალე გაუმკლავდება, ერთ მუშტად შეკრული ერია! ეს ვირუსი ვერ შელახავს მათ ადამიანობას და ღირსებას!
P.S. მაქსიმალურად ვიკავებდი თავს, რომ არაფერი დამეწერა მაგრამ….
P.S.S. პატივისცემით ჩინელის ქართველი მეუღლე, ” – წერს გვანცა.


იქვე მეორე პოსტში გვანცა წერს:
“ის რაც დღეს ჩინეთში ხდება არა მხოლოდ ჩემი ბიზნესების, არამედ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნისთვის უდიდესი ზარალია! ყველას ინტერესებშია, რომ ჩინეთი მალე გაუმკლავდეს ამ ვირუსს…და თუ ეს ესე არ მოხდა დაიწყება ფასების ზრდა ტანსაცმელებზე, სათამაშოებზე და ყველა იმ ნივთზე რაც ჩინეთში იწარმოება და ჩინეთიდან გადის….მინიმუმ 1 თვეს ვარაუდობს მოსახლეობა…. მაგრამ გამოცდილი მედიკოსები ამბობენ რომ 3 თვეს ან მეტს გასტანს ეს კრიზისი….

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close