საზოგადოება

იმათ გასაგონად ვინც კლავიატურა გაცვითა ჩინეთის გინებაში… თქვენ თავს მიხედეთ და თუ ღამურას არ ჭამთ, არ ნიშნავს რომ რამით მეტნი ხართ… – ჩინეთში მცხოვრები ქართველი გოგონას განცხადება

loading...
loading...

საქართველოს მოქალაქე, თამთა ხურცილავა, რომელმაც კორონავირუსის მიუხედავად ჩინეთში დარჩა, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
„ყველას მადლობა ვინც შემეხმიანა და მომიკითხა. სტაბილურად ვარ, ვცდილობ პანიკას არ ავყვე და დავრჩე მშვიდი და საღი. კიდევ კარგი ჩინეთში დაბლოკილია სოც ქსელები და ვერ ვხსნი ვიდეოებს, თორემ ალბათ ქართული არხების ყურების შემდეგ კორონათი არა მარა ინფაქტით აუცილებლად მოვკვდებოდი. აი ყველა იმათ გასაგონად ვინც კლავიატურა გაცვითა ჩინეთის გინებაში, ეს რომ საქართველოში მომხდარიყო უკვე ამოვწყდებოდით. თქვენ თავს მიხედეთ და თუ ღამურას არ ჭამთ, არ ნიშნავს რომ რამით მეტნი ხართ.
მე მჯერა ჩინეთის და ვიცი რომ მალე იპოვიან გამოსავალს, ამიტომაც გადავწყვიტე დარჩენა. თბილისში ჩამოსვლაზე არც მიფიქრია.

იმის შანსი, რომ დავინფიცირდე არსებობს, პირველ რიგში ჩემს ოჯახს არ ჩავაგდებ ამ ვირუსის ტყვეობაში და შემდეგ არც ჩემს თავს ამ ქვეყნის ხელში სადაც ჯერ კიდევ ვერ სვავენ სწორ დიაგნოზებს. ღამურებზე და ჩინელებზე ღლიცინს და წყევლა-კრულვას მოეშვით, წიგნები აიღეთ და განათლდით. და წესიერი მთავრობები მოიყვანეთ! – წერს თამთა ხურცილავა.
წყარო:newposts.ge

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close