
loading...
„ხუდადოვზე ნაპოვნია ჯადოები“ – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მომხმარებლები ავრცელებენ. სურათებზე, სავარაუდოდ, ერთი ოჯახის წარმომადგენლები არიან, რომლების ფოტოებზეც ნემსებია გაყრილი.
„ნაპოვნია ხუდადოვზე ჯადოები. იქნებ ვინმემ იცნოთ და გააფრთხილეთ გამოლოცვა გაიკეთონ აუცილებლად“ – წერია ერთ-ერთ ჯგუფში.
ერთ-ერთმა ადამიანმა, ჯგუფში დაწერა, რომ ხუდადოვზე ნაპოვნ ნივთებში მისი ფოტოსურათიცაა, სხვა ადამიანებსაც იცნობს, თუმცა ბავშვებს – არა.
თათია მაჩიტიძე წერს, რომ ფოტოზე სხვა ადამიანები მისი თანამშრომლები არიან.
დატოვეთ კომენტარი
loading...