სიახლეები

ნახეთ სინამდვილეში როგორ გაჩდნა ხანძარი სახლში, რომელმაც დედა და 4 შვილი იმსხვერპლა

loading...
loading...

საზარელი ტრაგედია დატრიალდა ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე, სადაც ხანძრის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაცვალა, მათ შორის დედა ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად.
არსებული ინფორმაციით, ოჯახი სახლში თვითნებურად იყო შესახლებული და ისინი სოციალურად დაუცველები იყვნენ.

მეზობლების თქმით, სახლში ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი არ იყო და ხანძარი, სავარაუდოდ, ბუხარში დანთებულმა ცეცხლმა გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, გორგოძეებს ერთი კვირის წინ ოჯახის წევრი გარდაეცვალათ, რის შემდეგაც ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე მიტოვებულ სახლში შესახლდნენ.


გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოჯახს მოხსნილი ჰქონდა სოციალური დახმარება, რასაც არ ადასტურებენ მერიაში. მერის არჩილ გოქსაძის თქმით, ოჯახს შემოწმების მიზნით ერთი თვით ჰქონდა დახმარება შეჩერებული და აღნიშნული თანხა დეკემბერში სრულად დაერიცხა, ამასთან, ისინი მრავალშვილიანობის დახმარებას იღებდნენ.
ბაღ­და­თის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოჯახს ფარ­თი ჰქონ­და გა­მო­ყო­ფი­ლი მე­რი­ის­გან, სა­დაც ცხოვ­რობ­დნენ, თუმ­ცა მათ­თვის უც­ნო­ბია, რა­ტომ შე­სახ­ლდნენ ისი­ნი მი­ტო­ვე­ბულ სახ­ლში თვით­ნე­ბუ­რად.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close