საზოგადოება

“ახლა უკვე თავისუფალი ქალი ვარ და კაცები ვეღარ გამაკონტორლებენ…” – საოცარი ამბავი არაბ გოგონაზე, რომელმაც სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო და ქვეყნიდან გაიქცა

როდესაც ოჯახისგან და ქვეყნისგან დაღლილი საზღვრებს გასცდა და თავისუფლებისკენ მიმავალ გზას დაადგა. ეს მოხდა, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. რაჰაფ მოჰამედ ალ ქუნუნმა გაქცევა გადაწყვიტა და ქვეყნის ტერიტორია დატოვა. ალბათ ჩვენთვის გაქცევა ასოცირდება თვითმფრინავის ბილეთის აღებასთან, ავტობუსში ასვლასთან და რაც შეიძლება შორს წასვლასთან, თუმცა არაბი გოგონას გაქცევის შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა. ის ქუვეითში ოჯახთან ერთად მგზავრობდა და სწორედ ამ დროს გაიქცა, საბოლოოდ კი კანადაში აღმოჩნდა სასამრთლო პროცესზე, სადაც მას თავისუფლებისთვის ბრძოლის რეალური სურვილი უნდა ეჩვენებინა და კანადელები დაერმწუნებინა, რომ თავის ქვეყანაში ცხოვრება არ შეუძლია.
კანადაში გოგონამ ისლამზე უარი თქვა და ათეისტი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში იგი ბულინგის მსხვერპლი არაერთხელ გახდა, 19 წლის ასაკში მან ნიქაბი მოიხსნა და განაცხადა, რომ კაცების კონტროლის ნაცვლად ახლა ის თავისუფალი ქალია.


დატოვეთ კომენტარი

loading...
loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close