საზოგადოება

”დედიკოს 2 წელი ვბანდი, ვუვლიდი, ვუმღეროდი და ისე ვაძინებდი. ცოტახნის წინ კი ის დაიღუპა…”- გთხოვთ ამ ერთხელაც დამიდექით გვერდში…

loading...
loading...

მარიამის დედა, რომელსაც გულის გადანერგვა სჭირდებოდა, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. მარიამმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
”ნინო 24 წელი დედა იყო, 2 წელი კი მე ვბანდი, მე ვუცვლიდი, მე ვუშრობდი თმას, რომ ვერ იძინებდა ვუმღეროდი და ისე ვაძინებდი. 
 არ არსებობს იმაზე დიდი ტკივილი, რასაც მე განვიცდი ბნელ ოთახში შემთხვევით შესვლისას ნამტირალევი მამის დანახვის დროს, არ არსებობს იმაზე დიდი ტანჯვა როგორც მე ეს ამბავი მტანჯავს, მაგრამ ვიაზრებ, რომ ეხლა მაქვს პასუხისმგებლობა დავეხმარო ჩემს ოჯახს და ცოტა მაინც დავეხმარო ადამიანებს რომლებიც თანხის არ ქონის გამო ვერ მკურნალობენ და ტანჯვასაც კი ვერ იმსუბუქებენ
მეგობრებო , ჩემო კეთილო ადამიანებო , მოდით ამ ჯგუფის მეშვეობით დედაჩემის სახელით თითო ადამიანს დავეხმაროთ და არ დავუშვათ რაც დედას დაემართა ისეთი შედეგით დამთავრდეს მათი ცხოვრება 

დამიჯერეთ ჩემთვის აქ შემოსვლა და ამის განცხადება ძალიან რთულია, მაგრამ მინდა დედაჩემის სახელით ბევრი სიკეთე გავაკეთო და პატარა წვლილი შევიტანო ადამიანების გადარჩენაში, თუნდაც ტკივილისა და ტანჯვის შემსუბუქებაში 
მოდით ყველა ერთად დავდგეთ მათ გადასარჩენად როგორც ეს დედაჩემისთვის ხდებოდა
პირველ რიგში შევეცადოთ ამ ჯგუფში ხალხის მომატებას რათა არ დავუშვათ კიდევ ერთი ან ბევრი ლამაზი სიცოცხლის წასვლა ამ ქვეყნიდან 
ყოველდღე გაგაცნობთ ახალ ადამიანს, რომელსაც ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდება, დავდებ სრულ დოკუმენტაციას ( ფორმა 100 , კალკულაცია) და პირველ რიგში სადამდეც შემეძლება ნინოს სახელით მეც დავეხმარები მათ 
გთხოვთ დამიჭიროთ მხარი ამ კეთილი იდეის განხორციელებაში 

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close