ჯანმრთელობა

”თუ კორონავირუსი გაქვთ არ წახვიდეთ საავადმყოფოში, მე გეტყვით რაც უნდა ქნათ…” – ნახეთ როგორ დაამარცხა ჩინელმა მედდამ კორონავირუსი სახლის პირობებში

loading...
loading...

ჩინელი ჯია ნა, რომელიც უხანის საავადმყოფოში მედდად მუშაობს, ჰყვება, როგორ განიკურნა კორონავირუსისგან სხვების დახმარების გარეშე – მარტო, სახლში. მან ინტერვიუ Global Times-ს მისცა.
როცა ტესტმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა, მან გადაწყვიტა საკუთარ სახლში დარჩენილიყო, რადგან საავადმყოფოები ისედაც გადავსებული იყო და დახმარება სჭირდებოდა მათ, ვისაც უფრო სერიოზული სიმპტომები ჰქონდა.
მან საკუთარ თავს 11-დღიანი კარანტინი მოუწყო და 3 თებერვალს სრულად გამოჯანმრთელდა.
ჯია ნა ამბობს, რომ მთავარია დანიშნული მედიკამენტების მიღება. მის შემთხვევაში კი ეს პრეპარატი იყო „ოსელტამივირი“, „აველოქსი“, ადგილობრივი პროდუქტი  Lianhua Qingwen და არბიდოლი.
ის განმარტავს, რომ თვითონ ვირუსი, არცთუ ძალიან საშიშია. უბრალოდ, ის ძალიან სწრაფად ვრცელდება.


ამასთან, მედდა აცხადებს, რომ უმთავრესია ჰიგიენის დაცვა და ჰყვება, რომ ის თავად ყოველ დღე ადეზინფექცირებდა სახლს და ანიავებდა მას. ამას გარდა, ის იცავდა რეჟიმს და იკვებებოდა მსუბუქი დიეტური საკვებით.
ჩინელი ქალი ყველას ურჩევს, რომ შეინარჩუნონ პოზიტიური განწყობა და ყურადღება მიაქციონ საკუთარ მდგომარეობას და თუ ის უარესობისკენ მიდის, დაუყოვნებლივ მიმართონ საავადმყოფოს.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ დღეის მდგომარეობით 900-ს გადააჭარბა.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close