სიახლეები

მანქანის ხელოსანმა 54 წლის კაცი შუა ქუჩაში სასტიკად სცემა, მამაკაცი საავადმყოფოში მისვლამდე დაიღუპა, დამნაშავე კი ციხეში არ ჩასვევს – გაოცდებით მიზეზს რო გაიგებთ…

Loading...

უფას სასამართლომ ხმაურიანი გადაწყვეტილება მიიღო: მკვლელობაში ბრალდებული კაცი, რომლისთვისაც აღკვეთის ღონისძიება უნდა შეეფარდებინათ, პატიმრობის ნაცვლად შინაპატიმრობაში გაუშვეს. ამ გადაწყვეტილებამ ქალაქი კმაყოფილი დატოვა, ვინაიდან უფაში მცხოვრებთა უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ ვლადიმერ სანკინი, რომელიც ავტომექანიკოსად მუშაობს, ამ მკვლელობის გამო ციხეში წასვლას არ იმსახურებდა.
ყველაფერი კი ბავშვების გუნდაობით დაიწყო. არასრულწლოვან ბიჭებს ფეხები დაუსველდათ, შესცივდათ და იქვე ორსართულიანი ბარაკის ტიპის საერთო საცხოვრებელში გასათბობად შევიდნენ.
ერთ-ერთი მოზარდი ჰყვება, თუ როგორ განვითარდა მოვლენები:
„ხელებს ვითბობდით, როცა პირველი სართულიდან ასაკოვანი კაცი გამოვიდა და სახლში შეგვიპატიჟა. ჩვენც შევედით. გვითხრა, რომ შარვლები გაგვეხადა. ჩვენც ასე მოვიქეცით. ის საძინებელში შევიდა და მალევე დაბრუნდა. მისი ქცევები არ მოგვეწონა. ჩემმა მეგობარმა სახლიდან გაქცევა მოახერხა. მეც იგივეს ვაპირებდი. მან კი დამიჭირა და ოთახისკენ მექაჩებოდა. ვუძალიანდებოდი, მაგრამ მის მოშორებას ვერ ვახერხებდი“ – ჰყვება მოზარდი.
ვლადიმერის ადვოკატი: „ვლადიმერი ქუჩაში მიდიოდა, როცა მასთან პატარა ბიჭმა მიირბინა და სთხოვა, ბიძია გვიშველე, იმ სახლში ჩემი მეგობარი უცხო კაცთან ერთად არის, რომელიც მასზე ძალადობსო. ვლადიმერიც გაჰყვა ბავშვს. შევიდა სახლში. მეორე ბავშვიც გამოიყვანა. გარეთ ის მოძალადე წამოეწია. მათ შორის კონფლიქტი დაიწყო. როგორც ჩანს, ვლადიმერმა მას „პედოფილი“ უწოდა და ამის გამო პირველი დარტყმა მან მიიღო. ამის შემდეგ კი მოხდა ის, რაც მოხდა… ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა ბავშვებზე მოძალადე ძალიან სცემა“.
ვლადიმერი: „არ მეგონა, რომ მოკვდებოდა. მე, უბრალოდ, ბავშვების დახმარება მინდოდა“.
ვლადიმერის დედა: „ვიცი, ის გვერდით ვერ ჩაუვლიდა ასეთ შემთხვევას. არც არასდროს ჩაუვლია. ამას წინათ, ჩვენს მეზობლად ხანძარი გაჩნდა. იცოდა, რომ იქ ბავშვები იყვნენ და პირველი ეს შევარდა. ბავშვები მან გამოიყვანა.
თოვლში დაგდებული, დასისხლიანებული კაცი მეზობლებმა შეამჩნიეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა ის საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო – ერთი პედოფილიას ეხებოდა, მეორე კი მკვლელობას. ვლადიმერი დააკავეს.
გარდაცვლილი 54 წლის ვლადიმერ ზაიცევი აღმოჩნდა, რომელიც მანამდე სამჯერ იყო ნასამართლევი. პირველად – 1983 წელს მამათმავლობის გამო; მეორედ – 2003 წელს, ალიმენტისგან თავის არიდების გამო, მესამედ კი 2007 წელს მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა არასრულწლოვანზე სექსუალური სახის ძალადობის გამო მიესაჯა.

Loading...


გათავისუფლების შემდეგ, მას დამ კომუნალური სახლი უყიდა ბარაკების უბანში. ის ადმინისტრაციული მეთვალყურეობის ქვეშ იყო. მას აკრძალული ჰქონდა გამოჩენა სკოლებში, საბავშვო ბაღებში, სკვერებში. ასევე ეკრძალებოდა სახლიდან გასვლა საღამოს 10 საათიდან დილის 7 საათამდე.
ქალაქში მცხოვრებთა უმრავლესობა მკვლელობაზე დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვდა, ვინაიდან მიიჩნევდნენ, რომ მან ბავშვები გადაარჩინა.
მომხდარიდან ორ დღეში სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა, სად იქნებოდა ვლადიმერი მომდევნო ორი თვის განმავლობაში – ციხეში, თუ გარეთ.
ის ახლა შინაპატიმრობაშია. გამოძიების დასრულებამდე მას ეკრძალება მობილური ტელეფონით სარგებლობა, სახლის დატოვება და მხოლოდ ვიწრო ნათესაურ წრესთან შეუძლია კომუნიკაცია.

დატოვეთ კომენტარი

loading...
loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close