საზოგადოება

“გარდაცვლილი შვილიშვილებისთვის სანთლის ასანთები ფულიც აღარ მაქვს” – ბაღდათში, ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ორსული ქალისა და ოთხი ბავშვის ბებია დახმარებას ითხოვს

Loading...

ბაღდათში, ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ორსული ქალისა და ოთხი ბავშვის ბებია დახმარებას ითხოვს.
“ამ გაყინულ ბინაში ვცხოვრობ, ჩემი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის სანთლის ასანთები ფულიც არ მაქვს”, – გვიყვება ქეთევან გველესიანი.
ის იმ სახლში ცხოვრობს, სადაც მისი ფეხმძიმე ქალიშვილი და ოთხი შვილიშვილი ცხოვრობდა. ბინაში მათი ნივთები ხელუხლებელია.
სათამაშოები, ლოგინი, მაგიდა და სხვა საყოფაცხოვრებო ჭურჭლები – ყველაფერი ისევ იქ აწყვია, როგორც მათმა პარტრონებმა დატოვეს.
ქეთევან გველესიანი ამბობს, რომ 33 კვ. მოცულობის ბინაში სადაც არც დენი, გაზი და წყალია გარდაცვლილების მოგონებები ტრიალებს.
60 წლის ქალს რამდენიმე დღის წინ გაჩენილმა ხანძარმა ორსული შვილი და შვილიშვილები წაართვა. ამ ტრაგედიამდე ერთი კვირით ადრე კი, უფროსი ბიჭი მიაბარა მიწას.
მას ოჯახის წევრები თითქმის აღარ დარჩა.
“აღარავინ დამრჩა სისხლი და ხორცი. ახლობელი ქალი ცხოვრობს ამ შენობაში და მასთან გადავდივარ ხანდახან”, – ამბობს ქეთევან გველესიანი.

Loading...
დატოვეთ კომენტარი

loading...
loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close