საზოგადოება

”მამა ნაუმისთან ვიყავი, მუცელზე ხელი დამადო და ეს სიტყვები წარმოთქვა…” – რას ჰყვება ქალი, რომელიც 15 წელი უშვილო იყო, ახლახანს კი სამი ტყუპი ეყოლა…

loading...
loading...

მე თეა ვარ, 17 წლის ასაკში გავთხოვდი. მე და ჩემი მეუღლე 15 წელი შვილს ვნატრობდით. რა აღარ ვცადეთ, სად აღარ ვიყავით. შემოვიარეთ ყველა ექიმი და საავადმყოფო სადაც კი მისვლა შეგვეძლო, მაგრამ ყველა ერთსა და იმავეს მეუბნებოდა – შენ უშვილო ხარ და შვილი არასდროს გეყოლება.
15 წელი ისე გავიდა შვილზე ფიქრს არ ვწყვეტდი, ყოველდღე ვტიროდი და ვევედრებოდი უფალს შვილი მოეცა ჩვენთვის. იმედი სულ გადამეწურა და მხოლოდ ოცნებებში ვხედავდი ჩემს პატარას.
ერთ დღესაც გავიგე მამა ნაუმის შესახებ, გავიგე რომ სასწაულებს ახდენს. მეუღლეს ვთხოვე წავსულიყავით და გვეცადა კიდევ ერთხელ, ბოლოჯერ. წავედით ყინწვისში, წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მამა ნაუმისთან. მივედი, უნდა მეთქვა ჩემი გასაჭირის შესახებ, მან კი უეცრად მუცელზე ხელი დამადო და მითხრა არ

იდარდო უფალი შენთან არისო. შევკრთი, არ ვიცოდი რა მეპასუხა, წამიერად ხმა ვეღარ ამოვიღე. ცოტა ხანი გავჩერდი ტაძარში, შემდეგ კი დავბრუნდით მე და ჩემი მეუღლე სახლში. ზუსტად 3 კვირაში გავიგე რომ ორსულად ვიყავი, ვერ წამოიდგენთ როგორი ბედნიერი ვიყავი. სიხარულის ცრემლები მდიოდა. 9 თვეში კი 3 ტყუპი მეყოლა ნინი, მარიამი და ნათია. უფალმა არ მიმატოვა და შეისმინა ჩემი ვედრება. გწამდეთ უფლის, ცრემლით და გულით ნათხოვარს უფალი ყოველთვის შეისმენს, არასდროს დანებდეთ, ღმერთი არს ჩვენთან.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close