სიახლეები

ნახეთ რატომ წვავენ კორონავირუსით დაავადებულ ადამინებს – ჩინეთმა ახლახანს შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება მიიღო

Loading...

კორონავირუსით დაღუპულთა გვამებს ჩინეთში ოჯახის წევრებთან შეუთანხმებლად წვავენ. ექსპერტების აზრით კი, ნეშტი ვირუსის გავრცელების კერას არ წარმოადგენს.
ჩინეთის მთავრობის ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კრემაციის გადაწყვეტილება დაკრძალვის სწრაფი მეთოდია. ამის შესახებ უცხოური პრესა წერს,
„ჩინური ვირუსით გარდაცვლილების გვამებს კრემაციას უკეთებენ, რადგან დაღუპულთა რიცხვი მზარდია.“  – წერს გამოცემა „ალ ჯაზირა“.
„ექსპერტების აზრით, კონკრეტულ შემთხვევაზე კრემაცია აღმაშფოთებელია, რადგან დაღუპულთა ოჯახის წევრებს ეს მწუხარებას კიდევ უფრო უღრმავებს.
ეპიდემიოლოგები თვლიან, რომ ჩინეთის ჯანდაცვის უმაღლესი ორგანოს მიერ გაცემული ბრძანებები კორონავირუსის მსხვერპლთა ნაშთების სწრაფი კრემაციის მიზნით ზედმეტია, რადგან გვამიდან ვირუსის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნულმა კომისიამ  2 თებერვალს ბრძანებულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც,  საავადმყოფოებს აქვთ ვალდებულება, დაღუპულთა ფერფლის დამარხვის ადგილსამყოფელი მათი ოჯახის წევრებს შეატყობინონ. თუმცა, ამავე ბრძანებაში  ნათქვამია, რომ კრემაციის პროცედურა უნდა შესრულდეს იმ შემთხვევაშიც, თუ გარდაცვლილთა ახლობლები ამას არ ეთანხმებიან. „შესაძლებელია სხეულის კრემაცია სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენელთა ხელმოწერით.  საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებმა, რომლებიც ზედამხედველობას უწევენ ამ პროცესებს, უნდა განახორციელონ შესაბამისი სამუშაოები. – აღნიშნულია ბრძანებაში.

Loading...


ვირუსით გარდაცვლილთა კრემაციის ვალდებულებას კანადიდან ეხმაურებიან.
„არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ კორონავირუსი შეიძლება გვამიდან გავრცელდეს. ეს არ ჰგავს ებოლას შემთხვევებს, როცა გვამი ვირუსის გავრცელების საფრთხეს წარმოადგენს და დიდი სიფრთხილეა საჭირო.” – ამბობს რონალდ სენტ ჯონი, რომელიც კანადის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტოს გადაუდებელი მზადყოფნისა და რეაგირების ცენტრის ყოფილი გენერალური დირექტორია.
კანადელი ჯანდაცვის ექსპერტი ვარაუდობს, რომ ჩინეთში ვირუსით დაღუპულთა კრემაციის აუცილებლობა მთავრობას იმისთვის მიიჩნია საჭიროდ, რომ გვამის დაწვა სწრაფი მეთოდია და გაცილებით ნაკლები ადგილი სჭირდება გვამს დაკრძალვისათვის, ვიდრე სტანდარტული წესით დასაფლავებას.“ – წერს „ალ ჯაზირა“.
წყარო: ambavi. cc
ფოტო პირობითია

დატოვეთ კომენტარი

loading...
loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close