სიახლეები

ამ კადრების შემდეგ ეს 6 წლის ბავშვი აღარავის უნახავს – საქმეში FBI ჩაერთო

loading...
loading...

სამხრეთ კაროლინაში 6 წლის გოგონა ფეი მარია სვეტლიკი ორშაბათს გაუჩინარდა. მას შემდეგ ბავშვის კვალს ვერავინ მიაგნო. სამძებრო სამუშაოებში ამერიკის ფედერალური ბიურო (FBI) ჩაერთო. 
პოლიციამ გამოაქვეყნა ბოლო კადრები, სადაც გოგონა სკოლის ავტობუსიდან ჩასვლის მომენტში არის დაფიქსირებული. ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. 
საქმე ამერიკული მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. მედიაში ვრცელდება ოჯახის განცხდებაც, სადაც ვკითხულობთ:
„ფეი პატარა, ბედნიერი გოგონაა. მას მუდამ თამაში და გართობა უნდა. ის არ არის იმ ტიპის ბავშვი, რომ მარტო წასულიყო. დედა ყოველთვის ფრთხილად ეპყრობა, ფეიც ყურადღებიანია. ბებია ძალიან ნერვიულობს. ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, რომ ფეი ვიპოვოთ და სახლში დავაბრუნოთ“. 

დატოვეთ კომენტარი

loading...
loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close