საინტერესო

“ეკლესიიდან შეშინებული გამოვვარდი, ასეთი რამ არასდროს მენახა, რამდენიმე თვეში კი ჩემი შვილი სიმსივნისგან განიკურნა”

loading...
loading...

დეკანოზმა ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ამბები მოგვიყვა, გადავწყვიტეთ ეს ყველაფერი თქვენთვის გაგვეზიარებინა:
ისტორია 1: მაგ ხეს ფოთოლიც არ მოაწყვიტოთ გვაფრთხილებს,- ადგილობრივი. მაგას ხატის ველის კაკალს ვეძახით. წმინდა კაკალია. ადრე მაგის ადგილას ხვა კაკალი იყო, მაგრამ დაბერდა და წაიქცა. მეორე სოფლიდან მოვიდნენ  მასალად მოგვყიდეთო, მართლაც გაყიდა აქ ერთმა ოჯახმა,  დანარჩენებმა ვერ გავბედეთ. რამდენიმე თვის შემდეგ ეს ხე უკან მოიტანეს და თქვეს ისეთ             
სიზმრებს ვხედავ, ამის სახლში გაჩერება  აღარ შემიძლიაო. ღვთისმშობელი მეუბნება, წაიღე და დააბრუნე ეს ხე თავის ადგილასო.  აჰა და, თქვენი იყოსო.
მერე ამ ხისთვის ხელი არავის უხლია, შეშად დავწვით ისევ ამ ველზე, მის ადგილას კი ახალი კაკალი გაიზარდა. არც იმ ოჯახს დაადგა კარგი დღე , ვინც ხატისველის წმინდა კაკალი გაყიდა.
ისტორია 2: აქ რომ წმინდა გიორგის ნიშია, შიგნით ხომ არ შესულხართ ? ქალების შესვლა არ შეიძლება და არც უწმინდური არ უნდა გაეკაროს. ჩემი ნათესავი იყო ჩამოსული თავის მეგობართან ერთად.
ახალგაზრდები არიან და მხოლოდ ქეიფი უნდოდათ, მაგრამ როცა დალიეს, აიტეხეს შიგნით გვინდა შესვლაო. შევიდნენ, სანთლები დაანთეს და გამოვიდნენ. აბლაბუდები ჰქონდა ხატებს და გადავწმინდეთო, თქვეს. რამდენიმე წუთში ჩემი ნათესავის მეგობარი უკან შებრუნდა,  მარტო მინდა ლოცვაო. დიდი ხანი არ გამობრუნდა, ბოლოს როგორც იქნა, გამოვიდა, მთლიანად გაფითრებულიყო და ტიროდა. იძახდა, მაინც არ დამიჯერებთ, არაფერს გეტყვითო. მერე, როგორც იქნა, თქვა:


– შიგნით რომ შევბრუნდი, ხატები ისევ აბლაბუდაში იყო გახვეული და ისევ გადავწმინდეო, ჩემი სანთელი როგორც დავტოვე, ისე იყო და არ იწვოდა. გავიფიქრე, სანამ ეს ჩაიწვება, ბოლომდე აქედან არ გავალ-თქო, მაგრამ სანთელი ზუსტად ისე იყო, როგორც ანთებამდე, შვილზე ვლოცულობდი (რომელსაც სიმსივნე აქვს) და არსაიდან ხმა გავიგე, აქ მოიყვანე და ყველაფერი კარგად ექნებაო – მეტი არაფერი მოგვიყვა, ტიროდა აღარც სუფრას მიეკარა, წავიდა და მანქანაში დაიძინა. 2 დღეში ამ ბიჭმა შვილი მოიყვანა ტაძარში და ილოცეს. რამდენიმე თვეში კი მისი შვილი განიკურნა.
არის, შვილო ურწმუნოები ამას  ხან სიმთვრალეს აბრალებენ, ხანაც ამბობენ რომ ვიგონებთ, მაგრამ ამ  სასწაულებს ჩვენი თვალით ვხედავთ.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close