საზოგადოება

“ანიტასთან ყოველ მისვლისას, ხან ანგელოზები გვხვდება, ხან ბევრი ჩიტუნები” – ანიტას ოჯახის მიმართვა ხალხს

გვერდი “ანიტასთვის” მეტად საინტერესო და ამაღლვებელი ფაქტების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას:
“საღამო მშვიდობისა, ჩვენო ადამიანებო.
ძალიან, ძალიან დიდი სიყვარული და მხარდაჭერა მოდის თქვენგან. ზოგი, დარდობთ კიდეც, არ შევაწუხოთ მშობლები და ოჯახიო. ადრეც ვთქვი, თქვენს სიყვარულს და თანადგომას არ შევუწუხებივართ პირველივე დღეებიდან. არც ახლა შეგვაწუხებს. პირიქით, უდიდეს მადლობას გიხდით სათითაოდ ამხელა და ერთიანი გულისთვის, რომელითაც გვაძლიერებთ და გვათბობთ.


ჩვენ, უბრალოდ, გლოვა არ მოვუხდინეთ ჩვენს გოგოს და გაძლიერება გთხოვეთ თქვენც, თორემ, სიყვარული… სიყვარული ანიტამ დაგვიტოვა და შევინახავთ აუცილებლად.
ყოველ მისვლაზე ანიტასთან, ხან ანგელოზებს გვახვედრებთ, ხან ჩიტუნებს, ხან სანთლებს, ხან ქოთნის ყვავილებს და სხვა საჩუქრებს.
ბევრს ნიშნავს თქვენი სიყვარული და ჩვენი თქვენგან არმიტოვება.
ამ ჯგუფში ისევ ისე, მხოლოდ სიყვარული და სიკეთე იქნება…”

დატოვეთ კომენტარი

loading...
loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close