სიახლეები

“ქმარმა მეუღლის ტელეფონში შეტყობინებები ნახა, რის შემდეგაც შვილის თვალწინ ყელი გამოჭრა…” – ინფორმაცია, რამდენიმე წუთის წინ ქმარმა, 23 წლის ცოლი მოკლა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალარში, 33 წლის მამაკაცმა, 23 წლის, ცოლი მოკლა. 
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო მოტივი ეჭვიანობა გახდა.
როგორც ადგილობრივებმა საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას განაცხადეს, ცოლ-ქმარი ბოლო პერიოდში, ერთად არ ცხოვრობდა. მამაკაცმა, ყოფილი მეუღლის ტელეფონში, შეტყობინებები ნახა, რის შემდეგაც ცოლი, შვილის, ცოლის დის და სიდედრის თვალწინ მოკლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობა დანით, ყელის არეში მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. დამნაშავე ამ დრომდე დაკავებული არ არის.
გარდაცვლილს 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს სიდედრის ცემის ფაქტზე, 6 თვით თავისუფლება აღკვეთილი ჰქონდა.

დატოვეთ კომენტარი

loading...
loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close