
ბათუმელ წყვილს უკვე თითქმის მთელი საქართველო იცნობს. მათი სილამაზის შესახებ საქართველოს საზღვრებს გარეთაც ძალიან ბევრს საუბრობენ. წყვილი ბათუმში ცხოვრობს. მარიამ შუკაკიძე დიზაინერია, დათო ბოლქვაძე – მეზღვაური. მათ ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდათ და დღემდე უყვართ…
წყვილს უკვე ჰყავს ქალიშვილი მართა, რომელმაც ყველაზე დიდი ბედნიერება შესძინა მათ ოჯახს. 20 იანვარს კი წყვილს მეორე ქალიშვილი – მილენა შეეძინა. ინსტაგრამზე მარიამმა ახალშობილის ფოტოები გამოაქვეყნა. წყვილს უამრავი ადამიანი ულოცავს.




დატოვეთ კომენტარი