სიახლეები

”აგვისტოს ომის გმირია, სცემდნენ, თავს იცავდა ჯარისკაცი, თვითონაც დაჭრილია” – ეს ის კაცია, რომელსაც გუდაურში 28 წლის ბიჭი შემოაკვდა…

loading...
loading...

გუდაურში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობისა და დავით სეთურიძის დაჭრაში ბრალდებული აგვისტოს ომის მონაწილე, ყოფილი სამხედრო მერაბ კობიაშვილია.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ 39 წლის მამაკაცი თავადაც დაჭრილია და საავადმყოფოში იმყოფება.
ადვოკატების მონაყოლით, მერაბ კობიაშვილი თავდამსხმელებმა რამდენჯერმე სცემეს. კობიაშვილის უფლებადამცველების თქმით, დაკავებული არასდროს ყოფილა ნასამართლევი და არასდროს ყოფილა მხილებული რაიმე დანაშაულში.
რაც შეეხება მკვლელობას, ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა “გამოიყენა კანონით გათვალისწინებული უფლება, უფლება რომ დაიცვას საკუთარი თავი”.
მერაბ კორინთელის მეგობარი, გიორგი ბერიძე კი აცხადებს, რომ კობიაშვილმა სამჯერ აარიდა თავი ახალგაზრდების ჯგუფს:
“მერაბ კობიაშვილი საქართველოსათვის თავგანწირული მეომარია!
გუდაურში მომხდარ ,,მკვლელობაში ბრალდებული ” ადამიანი, რომელსაც პირადად წლებია ვიცნობ, გამორჩეული თავისი უბრალოებით, ღირსეული საქციელით, პატიოსნებით და უბოროტო ცხოვრების სტილით ! ,,მკვლელობას გამართლება არ ააქვსო” კი ბატონო მაგრამ- 5 რომ სასიკვდილოდ ერთ ვაჟკაცს გაიმეტებ ამას ააქვს გამართლება? მერაბი რომ ფიზიკურად ამტანი არ ყოფილიყო ძალიან ადვილად შეიძლებოდა 5 კაცს ცემაში შემოკვდომოდათ. სამჯერ აარიდა უბედურებას თავი…
რა ექნა? დალოდებოდა როგორ მოკლავდნეენ?! ასეთი უბოროტო ადამიანი ასე როგოორ გაამწარეს რომ ამოდენა ცოდვა აჰკიდეს ?
თუ მერაბს ციხისათვის გაწირავენ მაშინ ჩვენ ყველანი დაუცველები ვყოფილვაღთ რადგან აღარ არსებულა ამ ქვეყანაში ღირსება !
თავისუფლება მერაბ კობიაშვილს !”- აცხადებს ბერიძე.
გუდაურში 28 წლის თამაზ გორთამაშვილი 2 დღის წინ მოკლეს. ახალგაზრდა ერთ-ერთ ღამის კლუბში ბარმენად მუშაობდა.
მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. როგორც თვითმხილველები ამბობენ, სროლას წინ სიტყვიერი და ხელჩართული დაპირისპირება უძღოდა, რასაც შემდგომ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა მოყვა.
საქმეში მინიმუმ ორი ვიდეო-მტკიცებულება დევს, ერთ-ერთში მკვლელობამდე არსებული დაპირისპირებაა ასახული. კადრში მინიმუმ 6 პირი ჩანს. ახალგაზრდები ურტყამენ ყოფილ ჯარისკაცს.


მოკლულის ახლობლები კი აცხადებენ, რომ თამაზ გორთამაშვილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. ახალგაზრდა გუდაურში ზამთრის სეზონზე ადიოდა და ბარმენობასთან ერთად, სნოუბორდის ინსტრუქტორადაც მუშაობდა.
ინციდენტის დროს დაიჭრა კიდევ ერთი პირი დავით სეთურიძე, რომელიც თვითხილველების ინფორმაციით, დაპირისპირებული მხარეების გაშველებას ცდილობდა და მას ტყვია შემთხვევით მოხვდა. ის უმძიმეს მდგომარეობაშია.
შსს-მ მკვლელობაში ბრალდებული 39 წლის მამაკაცი მომხდარიდან მალევე დააკავა. გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წყარო: newposts.ge

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close