საზოგადოება

“შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ამ ადამიანმა მწუხარებისგან ცოტა აურია, მაგრამ მე ბედნიერი ვარ…” – ანიტას დედის განცხადება ნანუკას შოუში

Loading...

ერთი წამით, არასოდეს არ დამიშვია ეს ფინალი, მინიმუმ 60 წელი მქონდა გათვლილი – ამის შესახებ ანიტას დედამ მარიკო სადრაძემ გადაცემაში „სხვა ნანუკა“ ისაუბრა.
„ერთი წამით, არასოდეს არ დამიშვია ეს ფინალი. ყველაფერი მქონდა განხილული. მინიმუმ 60 წელი მქონდა გათვლილი. ჩემი სიკვდილის შემდეგ რა უნდა გაეკეთებინა, ისიც კი მქონდა გათვლილი. ეს ფინალი ნამდვილად არ მქონდა გათვლილი. ბოლო დღეს როდესაც შევედი ექიმთან, მან მითხრა, რომ ძალიან მცირე გადარჩენის შანსი იყო.
მინდა გთხოვოთ, რომ ანიტას ჯგუფს შემოუერთდეთ და ბევრი სიკეთე გავაკეთოთ. მე ანიტამ დამავალა, რომ მისი სახელით სიკეთე არასდროს არ დამთავრდეს. ზოგი ამბობს, რომ ვეღარ ვუყურებ ამ ბავშვის ვიდეოს და ფოტოებსო. პირიქით, თავი არ აარიდოთ, ეს ბავშვი არის სოცოცხლის მაგალითი. მე ამაყი ვარ რომ ანიტას დედა ვარ“, – ამბობს ანიტას დედა.
ორი წლის ანიტა ფაცაცია დილატაციური კარდიომიოპათიის (გულის უკმარისობა) დიაგნოზით სამი თვის წინ სამკურნალოდ ჯერ ავსტრიაში ჩაიყვანეს. გოგონას გულის ტრანსპლანტაცია ესაჭიროვებოდა. ბავშვს ამ ოპერაციაზე ავსტრიის შემდეგ იტალიის და ბელარუსის კლინიკებმა უარი უთხრეს. დეკემბერში გოგონა ინდოეთში გადააფრინეს და ქალაქ ჩენაიში გადიოდა მკურნალობას. ანიტას პნევმონია განუვითარდა. ინდოელმა ქირურგმა სასწრაფოდ მიიღო ეკმოს აპარატის ჩანერგვის გადაწყვეტილება. ბავშვის ორგანიზმმა ვერ მიიღო ეკმოს აპარატი და ის მალევე მეორე აპარატით შეუცვალეს. ანიტას ორგანიზმში ფარული სისხლისდენა დაეწყო. იანვრის ბოლოს კი გოგონა გარდაიცვალა. მას მთელი საქართველო გულშემატკივრობდა…

Loading...
დატოვეთ კომენტარი

loading...
loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close