სიახლეები

”ივანიშვილის მიერ განულებული სესხები გაცოცხლდა” – საიტი vali.ge აღარ არსებობს

Loading...

მიმდინარე კვირაში უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ამომღები კომპანიები უკავშირდებიან ადამიანებს იმ ვალების ამოღებაზე რომელიც წესით ქართუ ფონდმა გაანულა vali.ge -ს საიტით.
ერთი შემთხვევა უკვე სასამართლოშია, ანუ ქართუ ფონდის მიერ განულებულ სესხზე სარჩელი სასამართლოშია გამსესხებლის მიერ შეტანილი; ორი შემთხვევა ჯერ სატელეფონო კონტაქტის დონეზეა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წერს :
‘’მოკლედ, აქ რაღაცაშია საქმე, კერძოდ: – ან ქართუ ფონდი ბლეფაობს (უკიდურესად დაბალ ფასად გამოისყიდა სესხები, ხალხს უთხრა, რომ გაგინულეო და სინამდვილეში არც არაფერი მომხდარა) – ან გამსესხებლებმა მიუხედავად პორტფელის გაყიდვისა, ხელახლა დაიწყეს განულებული სესხების ამოღება.
ამასობაში vali.ge -ს საიტი აღარ არსებობს და განულების ცნობაც კაციშვილს არ აქვს.

Loading...


აი ასე, საარჩევნო პერიოდმა გაიარა და განულებული სესხები გაცოცხლდა როგორღაც ?! (ეს კითხვაა და არა დასკვნა).’’ – წერს ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში.
აღნიშნულ პიროვნებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან სხვა მოქალაქეებიც, რომლებმაც აღნიშნულ ფაქტზე უკმაყოფილება გამოხატეს.

წყარო: newposts. ge

დატოვეთ კომენტარი

loading...
loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close