საზოგადოება

უკვე ცნობილია რა გახდა ცნობილი მსახიობის ნანა ფაჩუაშვილის შვილის გარდაცვალების იზეზი

loading...
loading...

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა მსახიობ ნანა ფაჩუაშვილის შვილის გარდაცვალების მიზეზი. 55 წლის თამაზ აფხაიძე ანევრიზმამ იმსხვერპლა. როგორც მსახიობის მეგობარი, ნინო ზაუტაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, მას 12 დღის წინ სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა, თუმცა მოგვიანებით დამძიმდა და ფატალურად დასრულდა.
„თამაზი კლინიკაში თავის ტკივილებით გადაიყვანეს, ქირურგმა ლადო წიქარიშვილმა ჩაუტარა ოპერაცია. ოპერაციიდან პირველი სამი დღე უკეთესად იყო. თუმცა მდგომარეობა უცებ დამძიმდა. განმეორებით მოხდა სისხლჩაქცევა…
მინდა გითხრათ, რომ მსგავსად კარგ ადამიანს ცოტას ვიცნობ. თამაზიკოს ოკეანოლოგია ჰქონდა დამთავრებული, მრავალმხრივი ინტერესების ადამიანი იყო. სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობდა, ჭკვიანი და განათლებული ადამიანი იყო. გულისხმიერი, საოცრად ინტელიგენტი ადამიანი გახლდათ. ამ ფაქტამდე ორი კვირით ადრე კლასელები შეუკრიბავს სახლში და სასიამოვნო საღამო უტარებიათ. კლასელები იგონებდნენ გუშინ… სანატრელი ადამიანი იყო.
ნანა ხშირად იხსენებდა, თამაზიკოს ვუყურებდი და სიგარეტი მამამისივით ეჭირა ხელშიო. მანერებით და ჟესტებით ჰგავდა თურმე მამას.
ნანა ფაჩუაშვილს რუსთაველის თეატრში 20-21 თებერვალს პრემიერა  ჰქონდა, რობერტ სტურუას სპექტაკლი „თამაშის დასასრული“. სპექტაკლი გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა. ნანას სთხოვეს, რომ ძალები მოეკრიბა და ახალი სპექტაკლი ეთამაშა. თამაზი კი 23 თებერვალს დილის ცხრა საათზე უკვე აღარ იყო.
თამაზს ერთი ვაჟი ჰყავს, ლევან აფხაიძე, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს. ნანას ასევე ჰყავს ქალიშვილი, ხათუნა, რომლისგანაც ერთი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი ჰყავს.


ნინო ზაუტაშვილი: – ნანასთვის ეს მთელი ცხოვრება მოუნელებელი ტკივილი იქნება. დედა-შვილს აბსოლუტურად განსხვავებული, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. უერთმანეთოდ არ შეეძლოთ, ჩხუბობდნენ, უყვარდათ ერთმანეთი, ერთმანეთზე ზრუნვით ცხოვრობდნენ. გუშინ ნანა მეუბნებოდა – ახლა რა გავაკეთოო?! ეს სხვა ტიპის ურთიერთობა იყო, სიყვარულსა და მეგობრობაზე დაფუძნებული. უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის. ნანა თამაზიკოთი არსებობდა“, – ამბობს ნინო ზაუტაშვილი.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close