სიახლეები

”ამის გამო ძალიან ბევრჯერ მიტირია, მაგრამ აღარ მეშინია, ეხლა ვიტყვი სიმართლეს…” – ალექსანდრე ზაზარაშვილმა ქართული კონკურსები ამხილა…

loading...
loading...

ალექსანდრე ზაზარაშვილი: – ბევრი რამ ცუდად დამამახსოვრდა. თუმცა ძალიან კარგია, უარი რომ მივიღე. ასე უფრო მეტი შედეგი მივიღე. საქართველოში როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყო, უნდა იცოდე, რომ „არას“ გეტყვიან. მზად უნდა იყო, რომ ვიღაც ვიღაცის შვილი იქნება, ვიღაც ვიღაცის დედა და შენ უკან მოგიტოვებენ. სანამ ადამიანი უცხოეთიდან გამარჯვებული არ ჩამოვა, მანამ ყურადღებას არ აქცევენ. ჩემს შემთხვევაში ასე იყო. ყველას ვურჩევ, საზღვარგარეთ სცადონ ბედი, განსაკუთრებით – უკრაინაში.
საქართველოში კონკურსანტებს არიგებენ, რა უნდა თქვან და როგორ მოიქცნენ. უკრაინაში კი ბავშვებს აქეთ მოგვცეს არჩევანის უფლება, რას ვიმღერებდით. მენტორები თვითონ ავიჩიეთ და მერე ისინი გვამეცადინებდნენ. ჩვენთან თავისუფლად ვერაფერს აირჩევ. რამდენჯერ მიტირია, ეს სიმღერა ჩემი შესაფერისი არ არის-მეთქი. აქ ამას არავინ გეკითხება. მინდა ყველამ იცოდეს, ქართულ შოუებში რაც

ხდება. ახლა აღარაფრის მეშინია და ასეთ სიმართლეს რომ ვამბობ, არ მაინტერესებს ის ადამიანები, რას იტყვიან ჩემზე. ვთვლი, რომ ეს ყველამ უნდა იცოდეს.
შეგახსენებთ, ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინული ვოისი ძალიან მარტივად მოიგო და მსოფლიო აღიარება მოიპოვა. წარმატებები ალექსანდრეს…
წყარო: primetime

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close