სიახლეები

ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებიც დღეს დედოფლისწყაროში მდინარე იორში დაიხრჩო

loading...
loading...

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდინარე იორში ორი მამაკაცის ცხედარია ნაპოვნი. სამაშველო სამსახურის პრესცენტრში დედოფლისწყაროს ტელევიზიასთან საუბარშიარ ადასტურებენ ინფორმაციას, თითქოს კიდევ ერთი მამაკაცის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
გარდაცვლილების ახლობლები ამბობენ, რომ სავარაუდოდ ახალგაზრდებს თევზაობისას ნავი გადაუბრუნდათ, რის გამოც ერთერთი ბიჭი იხრჩობოდა, მეორემ კი მისი დახმარება სცადა, შედეგად, ორივე მათგანი წყალში გაუჩინარდა და სამაშველო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია დედოფლისწყაროში, დალის მთის წყალსაცავის მიმდებარედ გაუჩინარებული ორი მოქალაქის შესახებ.
ინიციატორის განცხადებით, მოქალაქეები მდინარე იორზე სათევზაოდ იყვნენ წასულები, რა დროსაც მდინარეში ჩავარდნენ. ადგილზე მყოფმა სხვა მეთევზეებმა, მდინარეში გადავარდნილი მოქალაქეების ადგილსამყოფელს ვეღარ მიაგნეს და დასახმარებლად სამაშველო სამსახური გამოიძახეს.
ინფორმაციის მიღებისთანავე, შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გარდა, ასევე, გავიდნენ განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს წყალზე რეაგირების და მყვინთავთა ჯგუფები.
საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად მდინარე იორში ნაპოვნია ორი მამაკაცის ცხედარი“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციაში.
ორივე გარდაცვლილი დედოფლისწყაროს მკვიდრია. ერთერთი სოფელ სამრეკლოს მკვიდრი 18 წლის თემურ უძილაურია, რომელსაც 5 მარტს 19 წელი შეუსრულდებოდა. მეორე კი ქალაქ დედოფლისწყაროს მკვიდრი 29 წლის დავით გიგოლაშვილია, რომელიც ვაშლოვანის ნაკრძალში რეინჯერად მუშაობდა. დაოჯახებული არც ის იყო.


მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი უბედური შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა დედოფლისწყაროში. დიდი შირაქის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანადიროდ მიმავალი ახალგაზრდების ავტომანქანა ამობრუნდა, შედეგად 30 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა
http://intermedia.ge/ .

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close