სიახლეები

“ფეისბუქზე კამერის ნაცვლად ლაივი ჩაურთავს… ქმარ-შვილი ჰყოლია საქართველოში და შერცხვენილმა ქალმა საწამლავი დალია” – ქართველმა ემიგრანტმა სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების გამოქვეყნების გამო თავი მოიკლა

loading...
loading...

სოციალური ქსელის მომხმარებელი ასე ეხმაურება საბერძნეთში, ქართველი ემიგრანტი ქალის თვითმკვლელობის ფაქტს:
“ემიგრანტ ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გაუვრცელდა. როგორც ამბობენ, ფბ-ში კამერის ნაცვლად ლაივი ჩაურთავს და ჯგუფებს გადაუზიარებიათ.
ამ საცოდავმა ქალმა სიკვდილი სცადა საშინელი გზით, საწამლავი დალია, რამდენიმე დღე იწვალა და დაიღუპა.
და ხალხი ქოლავს. ქალები წერენ ჯგუფებში, კარგია რომ მოკვდა,მაინც აღარაფერი იყო მაგის სიცოცხლე, მთელი ემირანტები შეგვარცხვინა და თავისი ქმარ-შვილიო.


ხალხო, ამას წერს მორწმუნე მრევლი, კარგია, რომ მოკვდაო.
ქალი წლობით რომ მიდის ემიგრაციაში და ქმარს აქ ტოვებს, წლები უნდა იცხოვროს თურმე ისე, რომ “ქმარი, რომელსაც წლობით ვერ ნახულობს და მარტო ფულს უგზავნის, აი, ასეთი “ქმარი” და “უპატიოსნესი” ქართული ემიგრაცია არ შეარცხვინოს.” შერცხვენა ეს ყოფილა და არა ის, რომ წლები მიდის უცხოეთში უსაქმური “ქმრის” და ოჯახის მონად, ეს რა უბედურებაა,” – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
შენიშვნა – ფოტოსურათი მითითებულია თემატურად

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close