საზოგადოება

რა დახვდა პატარა ანიტას დედას შვილის საფლავზე (ფოტო)

loading...
loading...

2 წლის ანიტას დედა, მარიკო სადრაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თითქმის ყოველ დღეს მისი შვილის საფლავზე უცხო ადამიანების მიერ დატოვებული საჩუქრები ხვდება.
„ანიტასთან ასულს თითქმის ყოველ დღე მხვდება უცხო ადამიანების მიერ დატოვებული საჩუქრები.
ხშირად ვერც კი ვიგებ ვინ ტოვებს მაგალითად, ეს პატარა ანგელოზი დღეს დამხვდა წერილთან ერთად, წმინდა გიორგის ხატი ცოტა უფრო ადრე.
ეს მცირე ჩამონათვალია იმ სილამაზეებისა, რასაც თქვენ მიტოვებთ.
დიდი მადლობა, რომ გიყვართ და გახსოვთ ანიტა ეს მე ძალიან მეხმარება“, – წერს მარიკო სადრაძე.
შეგახსენებთ, რომ ორი წლის ქართველი გოგონა საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში რამდენიმეთვის განმავლობაში მკურნალობდა. მას გულის გადანერგვა ესაჭიროებოდა. ბოლოს ის ინდოეთის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მდგომარეობის დამძიმების გამო, ანიტა 30 იანვარს გარდაიცვალა.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close