საზოგადოება

ერთ დროს განუყრელმა მეგობრებმა, ანუკი არეშიძემ და ნინა ზარქუამ ერთმანეთი საჯაროდ ამ ჩექმების გამო გალანძღეს, რის შემდეგაც მათი მეგობრობა სამუდამოდ შეწყდა

loading...
loading...

თბილისის მერის მეუღლის, დიზაინერ ანუკი არეშიძის და დიზაინერ ნინი ზარქუას დაპირისპირება ქართული ყვითელი პრესის განხილვის საგანი გახდა. თბილისის მერის მეუღლე სოციალურ ქსელებში თავისი მოსაზრებების აფიშირებით არ გამოირჩევა, ის ძირითადად შვილების ვიდეოებს და სხვადასხვა სიახლეს უზიარებს გამომწერებს, თუმცა, ბოლოს სკანდალური და ორაზროვანი წერილი დაწერა: “შეგიძლია გადააკოპირო რაც გინდა მაგრამ შენ ყოველთვის 100000 ნაბიჯოთ უკან იქნები”.
მედია ვარაუდობს, რომ ანუკიმ სტატუსი თავის ყოფილ მეგობარს, დიზაინერ ნინი ზარქუას მიუძღვნა. ნინი ზარქუამ ანუკის სტატუსამდე ცოტა ხნით ადრე, სოციალურ ქსელში “სელინის” ჩექმის ფოტო გამოაქვეყნა. ზუსტად ასეთივე ჩექმა შეიძინა რამდენიმე დღის წინ ანუკი არეშიძემაც და ფოტო “ინსტაგრამზე” განათავსა.
ქალბატონების ჩექმები ერთმანეთისგან მხოლოდ ფერით განსხვავდება.
პრესის ინფორმაციით, ორ ცნობილ ქალბატონს შორის შავმა კატამ რამდენიმე თვის წინ გაირბინა, თუმცა, ამის მიზეზი უცნობია. ანუკიმ და ნინიმ ერთმანეთს სოციალურ ქსელში გამოწერა გაუუქმეს, აღარც ერთად გადაღებულ ფოტოებს დებენ და ნინიმ ოდესღაც საუკეთესო მეგობარს მეოთხე შვილის შეძენაც არ მიულოცა.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close